"კრიშტიანუს ხილვა ამ გუნდში მსურს", - რონალდუს დედა თავისი შვილის შემდეგი გაჩერების შესახებ » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"კრიშტიანუს ხილვა ამ გუნდში მსურს", - რონალდუს დედა თავისი შვილის შემდეგი გაჩერების შესახებ

"კრიშტიანუს ხილვა ამ გუნდში მსურს", - რონალდუს დედა თავისი შვილის შემდეგი გაჩერების შესახებ

ახალი ამბები / ფეხბურთი
13-10-2021, 01:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დედას, მარია დოლორეს ავეირუს იმედი აქვს, რომ მისი შვილი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებამდე "სპორტინგში" ითამაშებს.მოგეხსენებათ, 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერა სწორედ ლისაბონურ კლუბში დაიწყო.

"რონალდუს უკვე ვუთხარი, რომ სანამ მოვკვდები, მინდა ვნახო, თუ როგორ თამაშობს "სპორტინგში". თუ ის არ იქნება, მაშინ მისი შვილი იყოს, ის კრიშტიანუზე უკეთესად თამაშობს", - ციტირებს დოლორესის სიტყვებს Record.

გასულ ზაფხულს რონალდუ "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა და "ეშმაკუნებთან" 2+1 სქემიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ "ემიუსთან" ერთად ინგლისის 3-გზის ჩემპიონია, ქვეყნის თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.

კომენტარები
სანამ მოვკვდები, მინდა ის სპორტინგში ვნახო - რონალდუს დედა
სანამ მოვკვდები, მინდა ის სპორტინგში ვნახო -...
25-09-2021, 10:17
მგონი სიტყვა "იმედია" დაგავიწყდა - პიტერ შმეიხელმა ჯეიმი კარაგერს რონალდუს ტრანსფერის თაობაზე უპასუხა
მგონი სიტყვა "იმედია" დაგავიწყდა - პიტერ...
11-09-2021, 10:15
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно