გამდიდრებული ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით დაინტერესდა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
გამდიდრებული ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით დაინტერესდა

გამდიდრებული ნიუკასლი ბარსელონას ფეხბურთელით დაინტერესდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
13-10-2021, 01:18

„ბარსელონას“ ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ, კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

Sport.es-ის ინფორმაციით, ლანგლეს გადაბირებით „ნიუკასლ იუნაიტედი“ ინტერესდება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მფლობელები შეეცვალა.

„ნიუკასლი“ იმედოვნებს, რომ ლანგლეს „ბარსელონაში“ უთამაშებლობის გამო, ფეხბურთელის გადაბირება შედარებით დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ლა ლიგის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო, მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლამდე მოქმედებს.

ლანგლე „ბარსაში“ 2018 წელს „სევილიადან“ 35.9 მილიონ ევროდ გადავიდა.

ფრანგ მცველამდე, „ნიუკასლს" „ბარსელონას" სხვა ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს მიმართ ინტერესსაც აწერდნენ.

 

კომენტარები
კონტე და 190 მლნ ფუნტი ზამთრის ტრანსფერებისთვის — ნიუკასლის ახალი მფლობელების პირველი გეგმა
კონტე და 190 მლნ ფუნტი ზამთრის ტრანსფერებისთვის —...
9-10-2021, 20:07
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно