"დროებითია, მაგრამ სამუდამოს გავიკეთებ" - დონარუმას ახალი სვირინგი » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"დროებითია, მაგრამ სამუდამოს გავიკეთებ" - დონარუმას ახალი სვირინგი

"დროებითია, მაგრამ სამუდამოს გავიკეთებ" - დონარუმას ახალი სვირინგი

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-10-2021, 19:28

მილანის“ ყოფილმა და ამჟამად „პარი სენ ჟერმენის“ კარის დარაჯმა ჯანლუიჯი დონარუმამ ხელზე „მილანის“ ლოგო ამოისვირინგა. აღსანიშნავია, რომ ეს სვირინგი სამუდამო არ არის და დროებითია, თუმცა ახალგაზრდა კიპერი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სულ მალე ის ასეთ სამუდამო სვირინგს დაიხატავს.

22 წლის მეკარემ „მილანი“ მიმდინარე წლის ზაფხულში უფასოდ დატოვა და „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდა. ამ ფაქტმა „როსონერის“ გულშემატკივრები გაანაწყენა. ერთა ლიგის ნახევარფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ გულშემატკივრებმა მას უსტვინეს და არაერთი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ ფაქტმა თავად ფეხბურთელი დაამწუხრა და მატჩის დასრულების შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდა. სვირინგის გაკეთებით კი „ჯიჯომ“ ყველას დაანახა, თუ როგორ უყვარს „მილანი.“ ჯერჯერობით გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში ამ საკითხზე არაფერი დაუწერიათ.
დონარუმა „მილანში“
ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელი იტალიური გრანდის პირველ გუნდში 2015 წლიდან გამოდის. 2015 წლიდან 2021 წლის სეზონის ბოლომდე დონარუმამ ყველა ტურნირზე ერთად 251 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

კომენტარები
ჟირუ: "მაგალითს იბრაჰიმოვიჩისგან ვიღებ"
ჟირუ: "მაგალითს იბრაჰიმოვიჩისგან ვიღებ"...
12-10-2021, 01:23
ვერატი: "მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მისი ასაკი გავიწყდება, როცა შენს გვერდით თამაშობს"
ვერატი: "მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია,...
11-10-2021, 01:18
2015 წლის შემდეგ პირველად - ჰარი კეინს მშრალი სერია ზედმეტად გაუგრძელდა
2015 წლის შემდეგ პირველად - ჰარი კეინს მშრალი...
27-09-2021, 12:50
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно