ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი ფეხბურთელი - კარიმ ბენზემა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი ფეხბურთელი - კარიმ ბენზემა

ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი ფეხბურთელი - კარიმ ბენზემა

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-10-2021, 01:25

ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. „მამლები“ 0:1-ს აგებდნენ, თუმცა კარიმ ბენზემამ და კილიან მბაპემ გაიტანეს და საკუთარ ქვეყანას მორიგი ტიტული მოაგებინეს.

მადრიდის „რეალის“ „ცხრიანისთვის“ კარიერაში ეს პირველი სანაკრებო ტიტული გახლავთ, ხოლო თუ რაოდენობას დავითვლით 27-ე. ერთა ლიგის მოგების შემდეგ ბენზემა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. კარიმი გახდა ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი ფეხბურთელი. მასზე მეტი ჯილდო ჯამში არცერთ სხვა ფრანგ ფეხბურთელს არ აქვს.

33 წლის თავდამსხმელმა ყველაზე მეტი ტიტული(19) მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში მოიპოვა. 7 „ლიონში“ თამაშისას, ხოლო ერთი საფრანგეთის ნაკრებში. ამ მიღწევის შემდეგ კარიმმა კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია. ბედნიერი ვარ, რადგან საფრანგეთის ნაკრებში დიდი ხანი არ ვთამაშობდი. დავბრუნდი და უკვე ახალი თასი ავღმართე. ეს ყველაფერი უფრო ამბიციურს მხდის. ძლიერი ნაკრები გვყავს და მომავალში გულშემატკივრებს ბევრჯერ გავახარებთ.“

კომენტარები
უგო ლორისი:„ბენზემა საფრანგეთის ნაკრების საკვანძო ფიგურა გახდა“
უგო ლორისი:„ბენზემა საფრანგეთის ნაკრების საკვანძო...
12-10-2021, 01:26
რონალდუ:,,ბენზემა ოქროს ბურთის რეალურ კანდიდატებს შორისაა"
რონალდუ:,,ბენზემა ოქროს ბურთის რეალურ კანდიდატებს...
12-10-2021, 01:28
როგორ დასრულდა ერთა ლიგის A დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირთა დავა?
როგორ დასრულდა ერთა ლიგის A დივიზიონის საუკეთესო...
11-10-2021, 01:16
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно