რა ხდება პოგბას გარშემო და ვინ არის მისთვის ბრძოლაში ფავორიტი? » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
რა ხდება პოგბას გარშემო და ვინ არის მისთვის ბრძოლაში ფავორიტი?

რა ხდება პოგბას გარშემო და ვინ არის მისთვის ბრძოლაში ფავორიტი?

ახალი ამბები / ფეხბურთი
6-10-2021, 12:02

მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას კლუბიდან წასვლა უნდა, იტყობინება Marca. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, ფრანგმა აგენტ მინო რაიოლას აცნობა, რომ "რეალში" თამაში სურს.

როგორც აღინიშნება, 28 წლის ფეხბურთელი "ეშმაკუნებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ამასთანავე, პოლის გარშემომყოფები ნახევარმცველის ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნებას უარყოფენ. პოგბა მზად არის მოთმენისთვის, იგი "რეალში" გადასვლას გეგმავს, მაგრამ იცის, რომ ეს ადვილი არ იქნება.

მიმდინარე სეზონში "ემიუს" ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და საკუთარ აქტივში 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. გოლი კი ჯერ არ გაუტანია.

კომენტარები
რაიოლა: "პოგბას იუვენტუსში დაბრუნების ალბათობა მაღალია"
რაიოლა: "პოგბას იუვენტუსში დაბრუნების ალბათობა...
18-09-2021, 09:34
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно