სულშერმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ ვესტ ჰემთან » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
სულშერმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ ვესტ ჰემთან

სულშერმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ ვესტ ჰემთან

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-09-2021, 10:15

ინგლისის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩში გუშინ, 22 სექტემბერს, მანჩესტერ იუნაიტედი ვესტ ჰემთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ამ მატჩში არ უთამაშია მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელ შემტევ კრიშტიანო რონალდუს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე-გუნარ სულშერს მოუწია.

"რონალდუმ გადმოსვლის შემდეგ თავისი გავლენა გუნდის თამაშზე უკვე იქონია. მას სურს, რაც შეიძლება მეტი ითამაშოს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს შესაძლებელია.


იმისთვის, რომ სეზონის ბოლოს წარმატებას მივაღწიოთ, სათამაშო დრო ყველა ფეხბურთელმა უნდა მიიღოს", - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გამართულ 2 მატჩში 36 წლის პორტუგალიელმა 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები
სულშერმა ახსნა, თუ რატომ შეცვალა რონალდუ
სულშერმა ახსნა, თუ რატომ შეცვალა რონალდუ...
16-09-2021, 01:32
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно