"რეალიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია", - აზარი » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"რეალიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია", - აზარი

"რეალიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია", - აზარი

ახალი ამბები / ფეხბურთი
18-09-2021, 09:35

"რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გრძნობს თავს მადრიდულ გრანდში ასპარეზობისას.

"სიცრუეა, რომ "რეალში" ბედნიერი არ ვარ. პირიქით. უკვე იცით, რომ ფეხბურთელი ბედნიერია, როცა თამაშობს და გოლებს იტანს. მე ბევრი არც მითამაშია და არც გამიტანია. ეს კლუბისადმი ჩემს სიყვარულზე გავლენას არ ახდენს".

"მადრიდში ბედნიერი ვარ, აქ ცხოვრება მომწონს. კორონავირუსისა და ტრავმების გამო რთული იყო, მაგრამ ფეხბურთელი ბედნიერია, როცა მოედანზე გადის. კიდევ უფრო მარტივია იყო ბედნიერი, როცა გოლს იტან".

"შეგიძლიათ ყველაფერი თქვათ, რაც გინდათ, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ. ვიცი, "რეალში" ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შემიძლია. როცა გავიტან, როცა კვლავ გამოჩნდება ჩეს სახეზე ღიმილი, ყველა იტყვის: "ის ბედნიერია". მაგრამ არა, მე უკვე ბედნიერი ვარ. თუმცა აქამდე ვერ ვთამაშობდი და ვერ ვიტანდი. ეს მაკლია", - ციტირებს აზარის სიტყვებს Marca.

კომენტარები
დი მარია:„რონალდუ, იკერი და რამოსი ჩემს „რეალში“ დარჩენას ცდილობდნენ“
დი მარია:„რონალდუ, იკერი და რამოსი ჩემს „რეალში“...
3-09-2021, 12:02
„3 ძვირფასი ადამიანი ერთდროულად მომიკვდა, ძალიან დიდი ტრაგედია დამატყდა თავს“ - ნინო ანანიაშვილის ურთულესი პერიოდი
„3 ძვირფასი ადამიანი ერთდროულად მომიკვდა, ძალიან...
9-07-2021, 21:24
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно