რაიოლა: "პოგბას იუვენტუსში დაბრუნების ალბათობა მაღალია" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
რაიოლა: "პოგბას იუვენტუსში დაბრუნების ალბათობა მაღალია"

რაიოლა: "პოგბას იუვენტუსში დაბრუნების ალბათობა მაღალია"

ახალი ამბები / ფეხბურთი
18-09-2021, 09:34

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ ისაუბრა თავისი კლიენტის, პოლ პოგბას შესახებ. ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველის წარმომადგენელმა თავისი კლიენტის ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნება არ გამორიცხა.

"მანჩესტერისა და პოგბას თანამშრომლობა იწურება მომავალ ზაფხულს. ცხადია, ვაპირებთ კლუბის ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას, ვნახოთ, რა იქნება საბოლოოდ.

მის გულში სამუდამოდ დარჩა იუვენტუსი და ეს ფაქტი მნიშვნელოვანია. ასე ვიტყოდი, ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველის ამ გუნდში დაბრუნების ალბათობა მაღალია.

ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ტურინელებზე, ისე "წითელ ეშმაკებსა" და თავად ფეხბურთელზე", - განაცხადა "მანკუნიანელების" გამთამაშებლის აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონის" გარდა, "მანჩესტერის" ექვსიანის სახელს საკმაოდ აქტიურად აგრეთვე უკავშირებენ მადრიდის "რეალსა" და "პარი სენ-ჟერმენს".

კომენტარები
რაიოლა:„„რეალის“ გარდა ჰოლანდით ბევრი კლუბი ინტერესდება“
რაიოლა:„„რეალის“ გარდა ჰოლანდით ბევრი კლუბი...
7-09-2021, 05:02
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно