ფერდინანდი: "პრემიერ ლიგის დიდი ოთხეულიდან მხოლოდ ერთ მწვრთნელს არ აქვს დამტკიცებული, რომ მაღალ დონეზე რეგულარულად მოგება შეუძლია" » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ფერდინანდი: "პრემიერ ლიგის დიდი ოთხეულიდან მხოლოდ ერთ მწვრთნელს არ აქვს დამტკიცებული, რომ მაღალ დონეზე რეგულარულად მოგება შეუძლია"

ფერდინანდი: "პრემიერ ლიგის დიდი ოთხეულიდან მხოლოდ ერთ მწვრთნელს არ აქვს დამტკიცებული, რომ მაღალ დონეზე რეგულარულად მოგება შეუძლია"

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-09-2021, 01:38

მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ოლე-გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა.

„პრემიერ ლიგის დიდი ოთხეულის გუნდების მწვრთნელებიდან მხოლოდ სოლსკიაერს არ დაუმტკიცებია, რომ მაღალ დონეზე რეგულარულად გამარჯვებების მოპოვება შეუძლია.

ამ მომენტამდე ის აკეთებდა ყველაფერს, რაც მისგან იყო საჭირო. თუმცა ახლა საკვანძო დრო მოვიდა. გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავი სამუშაო შეასრულა, გამარჯვებულები მოიყვანა.

გადმოვიდა ხალხი, რომლებსაც კლუბის ფილოსოფიისა და კულტურის შეცვლა შეუძლიათ. ახლა კი მწვრთნელი მხოლოდ ტიტულებით შეფასდება. საჭიროა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო ტიტულებში გამოისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თავი სარზე იქნება წამოცმული.“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail.

სოლსკიაერმა „იუნაიტედი“ 2018 წლის ბოლოს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდთან ერთად ერთადერთ ფინალამდე მივიდა - გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე, სადაც „ვილიარეალთან“ დამარცხდა.

კომენტარები
ფერდინანდი: "დღევანდელ არსენალს ბრაიტონიც გაანადგურებს"
ფერდინანდი: "დღევანდელ არსენალს ბრაიტონიც...
7-09-2021, 04:54
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно