სერხი რობერტომ გულშემატკივართა სტვენის გამო იტირა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
სერხი რობერტომ გულშემატკივართა სტვენის გამო იტირა

სერხი რობერტომ გულშემატკივართა სტვენის გამო იტირა

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-09-2021, 01:37

"ბარსელონა" ჩამპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა "ბაიერნთან", მასპინძელთა ფეხბურთელი სერხი რობერტო კი 59-ე წუთზე შეცვალეს და მოედნიდან გასვლისას გულშემატკივრებმა უსტვინეს. AS-ის ცნობით, სერხი რობერტომ ფანების ნეგატიური რეაქცია მტკივნეულად აღიქვა, ნამატჩევს გასახდელში იტირა და თანაგუნდელები ამშვიდებდნენ.

მას "ბარსას" მცველი ხერარდ პიკე გამოექომაგა: "მომხდარის გამო გული მტკივა, ის შესანიშნავი ადამიანია, რომელსაც კლუბი ყველაზე მეტად უყვარს. მინდა ხალხს შევახსენო, რომ ის განაპირა მცველი არ არის. მისი პოზიცია მოედნის ცენტრშია, ნახევარდაცვაში. ამ პოზიციაზე თამაშისას მსხვერპლზე მიდის და ხშირად ეს

ფენომენალურად გამოსდის.

ჩემთვის ეს არასასიამოვნოა, მაგრამ ხალხს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. თუმცა, პირადად ჩემთვის მსგავსი რამ ძნელად აღსაქმელია".


კომენტარები
უკანასკნელად როდის დამარცხდა ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში?
უკანასკნელად როდის დამარცხდა ბარსელონა ჩემპიონთა...
15-09-2021, 12:48
”ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და უსაზღვროდ მიყვარს” – რას ყვება შუშანა ბებოს შვილიშვილი
”ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და უსაზღვროდ...
30-06-2021, 20:11
”ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და უსაზღვროდ მიყვარს” – რას ყვება შუშანა ბებოს შვილიშვილი
”ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და უსაზღვროდ...
30-06-2021, 20:16
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно