რონალდ კუმანში მომდევნო მატჩში ჩვეულ ტაქტიკას დაუბრუნდება » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
რონალდ კუმანში მომდევნო მატჩში ჩვეულ ტაქტიკას დაუბრუნდება

რონალდ კუმანში მომდევნო მატჩში ჩვეულ ტაქტიკას დაუბრუნდება

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-09-2021, 01:35

ბარსელონა" მომდევნო შეხვედრაში, რომელიც კლუბს "გრანადასთან" ელის, ჩვეულ 4-3-3 ფორმაციას დაუბრუნდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს თანახმად, წინა სეზონისგან განსვავებით, "ბაიერნის" წინააღმდეგ "ბლაუგრანას" ფეხბურთელები სამმცველიან სქემაში თავს კარგად ვერ გრძნობდნენ, რაც თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახა. 

როგორც Sport იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" გაკვირვებულნი იყვნენ იმით, რომ რონალდ კუმანი "რეკორდმაისტერის" მოთამაშეების ტაქტიკური გადაადგილებების საპასუხოდ, რომლებიც "ბარსას" სქემას ადვილად უმკლავდებოდნენ, არაფერს ცვლიდა. გამოცემის აზრით, ნიდერლანდელი სპეციალისტის არჩეული ტაქტიკა შეცდომა იყო და გუნდს 4-3-3 ფორმაციით გაცილებით უკეთესად თამაში შეუძლია.

კატალონიურ გრანდს მომდევნო შეხვედრა 20 სექტემბერს შინ, "გრანადას" წინააღმდეგ ელის.

კომენტარები
ანსუ ფატი სევილიასა და ბაიერნის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
ანსუ ფატი სევილიასა და ბაიერნის წინააღმდეგ ვერ...
4-09-2021, 09:51
გადაწყვეტილება მიღებულია — გაათავისუფლებს თუ არა ბარსელონას ხელმძღვანელობა კუმანს?
გადაწყვეტილება მიღებულია — გაათავისუფლებს თუ არა...
16-09-2021, 01:39
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно