კამავინგას სადებიუტო გოლი, ბენზემას ჰეთ-თრიკი და რეალის მნიშვნელოვანი გამარჯვება » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
კამავინგას სადებიუტო გოლი, ბენზემას ჰეთ-თრიკი და რეალის მნიშვნელოვანი გამარჯვება

კამავინგას სადებიუტო გოლი, ბენზემას ჰეთ-თრიკი და რეალის მნიშვნელოვანი გამარჯვება

ახალი ამბები / ფეხბურთი
13-09-2021, 08:24

ლა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალმა“ „სელტას“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ დიდი პაუზის შემდეგ „ბლანკოსი“ სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნდა და მშობლიურ სტადიონზე ითამაშა.

მატჩი საკმაოდ მხიარულად წარიმართა. ორივე გუნდი ბევრს აქტიურობდა, თუმცა ძირითადად მადრიდელები დომინირებდნენ. ანგარიში მე-4 წუთზე სანტი მინამ გახსნა. კარიმ ბენზემამ კი წონასწორობა 24-ე წუთზე აღადგინა.

ანჩელოტის გუნდი ბევრს უტევდა, ხოლო „სელტა“ კონტრ-შეტევებზე თამაშობდა. ერთ-ერთი კონტრ-შეტევის დროს ფრანკო შერვიმ გოლი გაიტანა და გალისიელები წინ გაიყვანა. პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე კარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მადრიდელები არ გაჩერდნენ და ზეწოლა გააძლიერეს. ბენზემას იდეალური გადაცემის შემდეგ „სამეფო კლუბი“ ვინისიუს ჯუნიორმა დააწინაურა.

66-ე წუთზე მინდორზე ახალწვეული ედუარდო კამავინგა გამოჩნდა, რომელმაც ზუსტად 6 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველივე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. მატჩის მიწურულს, ვიგოელთა კარში პენალტი დაინიშნა და ბენზემამ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

საბოლოო ჯამში მადრიდულმა გრანდმა 5:2 გაიმარჯვა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ცნობისთვის, რამდენიმე დღეში „რეალი“ იტალიაში გაფრინდება და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით „ინტერს“ დაუპირისპირდება. ლა ლიგის მომდევნო ტურში კი „ვალენსიას“ ესტუმრება. ეს მატჩი 19 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კომენტარები
იტალიამ ავსტრია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
იტალიამ ავსტრია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და...
27-06-2021, 09:47
ბენზემას პირველი მატჩი 5 წლის შემდეგ და გამარჯვება, ინგლისის მოგება, გერმანიის ფრე და დეპაის მიერ გადარჩენილი ჰოლანდია
ბენზემას პირველი მატჩი 5 წლის შემდეგ და...
3-06-2021, 03:06
ხვიჩას გოლი, ზურიკოს საგოლე პასი - "რუბინმა" დამაჯერებლად იმარჯვა
ხვიჩას გოლი, ზურიკოს საგოლე პასი - "რუბინმა"...
3-07-2021, 10:45
რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა რბოლაში მესის დუბლის შემდეგ?
რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა რბოლაში მესის...
4-05-2021, 01:39
ჟინიაკის ბენეფისი დრამატულ მატჩში
ჟინიაკის ბენეფისი დრამატულ მატჩში...
26-07-2021, 07:55
აზარ ზარალი - "რეალს" მისი თითოეული გოლი 18.8 მილიონი დაუჯდა!
აზარ ზარალი - "რეალს" მისი თითოეული გოლი 18.8...
24-05-2021, 01:30
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно