"ასეთი გიჟი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ არსებობს", - კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე ისაუბრა » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ასეთი გიჟი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ არსებობს", - კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე ისაუბრა

"ასეთი გიჟი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ არსებობს", - კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე ისაუბრა

ახალი ამბები / ფეხბურთი
11-09-2021, 10:14

ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეაზე ისაუბრა.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ ორგანიზაცია ამჟამად ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

„მსოფლიოში ასეთი დაუნდობელი განრიგის მქონე სხვა სპორტი არ არსებობს. არის უფრო რთული სპორტის სახეობები, მაგალითად მძლეოსნობა, მარათონები, მაგრამ ისინი წელიწადში 20-30-40-ჯერ არ დარბიან.

ვიცით, რატომ ხდება ასე. რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვადასხვა ქვეყნების შანსების მინიჭებაზე, საბოლოოდ ყველაფერი ფულს უკავშირდება.

ეს ნორმალურია. მაგრამ რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა გაიაზროს, რომ ფეხბურთელების გარეშე ამ თამაშს უბრალოდ ვერ ვითამაშებთ. ისინი ამ შესანიშნავი თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი იგრედიენტები არიან. მათზე წინ არავინაა.

ყველაფერი, რაც ბოლო დროს ითქვა, მატჩების რაოდენობის ზრდას უკავშირდებოდა. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს სწორი არ არის.

უნდა დადგეს მომენტი, როცა ყველა ფედერაცია ერთად დასხდება და დაიწყებენ ფიქრს თამაშზე და არა მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე. მე უკვე 54 წლის ვარ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცოცხლებ იმ მომენტამდე, როცა ეს მოხდება.“ - აღნიშნა კლოპმა.

კომენტარები
'მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს' - ჩეფერინი ფიფას აკრიტიკებს
'მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს' - ჩეფერინი...
7-09-2021, 05:04
"მნიშვნელობა არ აქვს არაფერს, მინდა 1 წლით ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე..." - კლოპმა "ლივერპულიდან" წასვლის თარიღი დაასახელა
"მნიშვნელობა არ აქვს არაფერს, მინდა 1 წლით...
7-09-2021, 05:03
"ესპანეთს შევთავაზებთ იტალიურ ფეხბურთს და არა ტიკი-ტაკას", - მანჩინი
"ესპანეთს შევთავაზებთ იტალიურ ფეხბურთს და არა...
6-07-2021, 12:27
კლოპი: ,,ევროპა ლიგა მშვენიერი ტურნირია”
კლოპი: ,,ევროპა ლიგა მშვენიერი ტურნირია”...
3-05-2021, 11:48
ნანი ბრეგვაძე: ოცნება უნდა წავიდეს ეს სისტემა უნდა შეიცვალოს რადაგან..
ნანი ბრეგვაძე: ოცნება უნდა წავიდეს ეს სისტემა...
17-04-2021, 20:30
ნანი ბრეგვაძე: ოცნება უნდა მოშორდეს საქართველოს სისტემა უნდა შეიცვალოს რადგან..
ნანი ბრეგვაძე: ოცნება უნდა მოშორდეს საქართველოს...
27-06-2021, 20:51
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно