"ყურადღებით იყავით..." - აგუერო გულშემატკივრებს აფრთხილებს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ყურადღებით იყავით..." - აგუერო გულშემატკივრებს აფრთხილებს

"ყურადღებით იყავით..." - აგუერო გულშემატკივრებს აფრთხილებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
11-09-2021, 10:14

სერხიო აგუერო არ ფიქრობს, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა სიიდან უნდა ჩამოწერონ.

კატალონიელები თავიანთი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს არიან, რა თქმა უნდა, მათგან გულშემატკივარი წარუმატებლობას უფრო ელოდება ვიდრე წარმატებას, თუმცა სერხიო ასე არ ფიქრობს.

"ბარსელონა" "ბარსელონაა", ამიტომ ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ" - განუცხადა აგუერომ RAC1-ს.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები არ ვართ, თუმცა მოწინააღმდეგეს პატივისცემა მოუწევს, როდესაც "ბარსას" ვხვდებოდით, ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფ გუნდიც რომ ყოფილიყო, ვამბობდით, რომ ეს "ბარსელონაა". შესაძლოა ხალხი ჩვენგან ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას არ ელოდეს, თუმცა ყურადღებით


იყავით".

გასულ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ლიონელ მესიმ გუნდი დატოვა სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა, რომ სერხიო მალევე მის გზას გაჰყვებოდა.

"არვიცი ამას რატომ ამბობდნენ. ლეოს კონტრაქტი ჯერ არ ჰქონდა გაფორმებული, როდესაც მე "ბლაუგრანას" შემოთავაზებას დავთანხმდი. სინამდვილეში გამოგონილ პუნქტზე საუბრობდნენ, მე უბრალოდ ტრავმა მივიღე".

"ლურჯ-ბროწეულისფერების" სამედიცინო შტაბის დასკვნის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი კლუბის დახმარებას ნოემბერში შეძლებდა, თუმცა როგორც ჩანს, ფორვარდმა ტრავმა ნაადრევად მოიშუშა.

"რეაბილიტაცია სწრაფად გავიარე, ვფიქრობ, მომდევნო კვირას მინდორზე ვივარჯიშებ. არ არსებობს ვადა, თუ როდის დავბრუნდები, თუმცა მე ვპროგრსირებ და სათამაშოდ მოსალოდნელზე სწრაფად გავალ".


კომენტარები
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იყოს"
"აბსურდულია ამაზე ფიქრი - მინდა რეალი შემდეგ წელს...
27-04-2021, 12:13
"წარმატებები, კაპიტანო" - რამოსს ანჩელოტიც დაემშვიდობა
"წარმატებები, კაპიტანო" - რამოსს ანჩელოტიც...
18-06-2021, 01:51
სერხიო აგუერო გუნდს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდება
სერხიო აგუერო გუნდს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდება...
18-07-2021, 01:54
აგუერო: "თანაგუნდელებს, თანამშრომლებსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი"
აგუერო: "თანაგუნდელებს, თანამშრომლებსა და...
10-05-2021, 01:42
ლამი: "გუარდიოლას ულტრა შემტევი ტიკი-ტაკა აღარ უყვარს"
ლამი: "გუარდიოლას ულტრა შემტევი ტიკი-ტაკა აღარ...
7-05-2021, 08:04
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას ბარსაში დაასრულებს
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას...
4-09-2021, 09:52
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно