ეს რიცხვები სრული სიგიჟეა! რა უჯდება პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერი რეალურად » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ეს რიცხვები სრული სიგიჟეა! რა უჯდება პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერი რეალურად

ეს რიცხვები სრული სიგიჟეა! რა უჯდება პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერი რეალურად

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 05:08

2017 წლის 3 აგვისტოს, როცა პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაუხადა, ბრაზილიელი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა და დღემდე ასეა.

რეალურად, ფრანგულ გრანდს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გაცილებით ძვირი უჯდება და ეს გასაგებია, მაგრამ მაინც რამდენი? გაზეთმა El Mundo-მ ახლა კონკრეტული რიცხვები გამოაქვეყნა: 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს პარიზელთა ხარჯი მხოლოდ ნეიმარისთვის ჯამში 489 228 117 ევრო იქნება. ანუ, თითქმის ნახევარი მილიარდი!

ბარსელონასთვის გადახდილ სატრანსფერო თანხასთან ერთად, საერთო ხარჯში ჩათვლილია ნეიმარის ხელფასი - წელიწადში 43 334 400 ევრო. თუკი ბრაზილიელი პარიზულ კლუბში 5 წელს გაატარებს, მეექვსე წელს ბონუსსაც მიიღებს და მისი ხელფასი 50 556 117 ევრომდე გაიზრდება.

ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი ახლახან 2025 წლამდე გააგრძელა. El Mundo-ს ცნობით, იმ პირობებით, რაც თავიდან მეექვსე წლისთვის იყო გათვალისწინებული. ანუ, თუკი ნეიმარი პსჟ-ში 2025 წლამდე ითამაშებს, პარიზელებს ერთ ფეხბურთელში თითქმის 600 მილიონი ევრო გამოუვათ დახარჯული.

საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლის შემდეგ, 29 წლის ბრაზილიელმა სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი, მთავარი მისია კი, მოეგო ჩემპიონთა ლიგა, ჯერაც შეუსრულებელია. ფინალში მიუნხენის ბაიერნთან მარცხის შემდეგ, წინა სეზონში პსჟ ნახევარფინალში, მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში ხშირადაა ტრავმირებული, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი თამაში გამოტოვა. პარიზში გადასვლის შემდეგ მან ლიგა 1-ში 156 შესაძლო მატჩიდან მხოლოდ 71-ში მიიღო მონაწილეობა (45%). ჯამში ბრაზილიელმა პსჟ-ს ფორმით 117 შეხვედრა ჩაატარა, 87 გოლი გაიტანა და 52 საგოლე პასი გააკეთა. ბარსელონაში მას 186 მატჩში 105 გოლი ჰქონდა გატანილი.



კომენტარები
ნეიმარს 6,5 მილიონს მხოლოდ იმაში უხდიან, რომ კარგად მოიქცეს
ნეიმარს 6,5 მილიონს მხოლოდ იმაში უხდიან, რომ...
7-09-2021, 05:06
მბაპე პარიზიდან ვერ წავა? ნეიმარი კილიანის ტრანსფერს ბლოკავს
მბაპე პარიზიდან ვერ წავა? ნეიმარი კილიანის...
11-06-2021, 12:30
კატალონიური მედია: 1 თვის წინ, ნეიმარი ამბობდა, რომ ბარსელონაში დაბრუნება სურდა
კატალონიური მედია: 1 თვის წინ, ნეიმარი ამბობდა,...
10-05-2021, 01:44
აზარ ზარალი - "რეალს" მისი თითოეული გოლი 18.8 მილიონი დაუჯდა!
აზარ ზარალი - "რეალს" მისი თითოეული გოლი 18.8...
24-05-2021, 01:30
"ახლა ამის დრო არ არის", - ნეიმარი მომავალზე არ ფიქრობს
"ახლა ამის დრო არ არის", - ნეიმარი მომავალზე არ...
28-04-2021, 01:34
რომანო:„მბაპე „რეალში“ შესაძლოა იანვარში გადავიდეს“
რომანო:„მბაპე „რეალში“ შესაძლოა იანვარში...
3-09-2021, 12:03
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно