ნეიმარს 6,5 მილიონს მხოლოდ იმაში უხდიან, რომ კარგად მოიქცეს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ნეიმარს 6,5 მილიონს მხოლოდ იმაში უხდიან, რომ კარგად მოიქცეს

ნეიმარს 6,5 მილიონს მხოლოდ იმაში უხდიან, რომ კარგად მოიქცეს

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 05:06

კვირას გაზეთ “ელ მუნდოს” ინფორმაციაზე ვწერდით, რომლის მიხედვით 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს პარიზელთა ხარჯი მხოლოდ ნეიმარისთვის ჯამში 489 228 117 ევრო იქნება.

ანუ, თითქმის ნახევარი მილიარდი! ბარსელონასთვის გადახდილ სატრანსფერო თანხასთან ერთად, საერთო ხარჯში ჩათვლილია ნეიმარის ხელფასი - წელიწადში 43 334 400 ევრო. თუკი ბრაზილიელი პარიზულ კლუბში 5 წელს გაატარებს, მეექვსე წელს ბონუსსაც მიიღებს და მისი ხელფასი 50 556 117 ევრომდე გაიზრდება.

ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტი ახლახან 2025 წლამდე გააგრძელა. El Mundo-ს ცნობით, იმ პირობებით, რაც თავიდან მეექვსე წლისთვის იყო გათვალისწინებული. ანუ, თუკი ნეიმარი პსჟ-ში 2025 წლამდე ითამაშებს, პარიზელებს ერთ ფეხბურთელში თითქმის 600 მილიონი ევრო გამოუვათ დახარჯული.

ახლა კი, კიდევ ერთმა ესპანურმა გამოცემამ, “მარკამ” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ახალი კონტრაქტის სხვა პუნქტი გამოაქვეყნა. საუბარია ხელშეკრულების დეტალზე, რომლის მიხედვითაც ნეიმარი ზრდილობიანად, თავაზიანად და მეგობრულად უნდა იქცეოდეს. დიახ, ეს მას ამას კონტრაქტი ავალდებულებს! ამასთან, ბრაზილიელი პუნქტუალურიც უნდა იყოს და გულშემატკივრებთან ურთიერთობას არ უნდა მოერიდოს. ამ ყველაფრის შესრულებისთვის ის პარიზული გრანდისგან წელიწადში დამატებით 6,5 მილიონ ევროს იღებს.

“მარკას” ცნობით, ხელშეკრულების პირობებში ასევე გათვალისწინებულია ისიც, რომ ნეიმარს აკრძალული აქვს კლუბის გადაწყვეტილებების საჯარო კრიტიკა. გარდა ამისა, ბრაზილიელი ვალდებულია, მიესალმოს ფანებს მატჩის წინ და დაემშვიდობოს მატჩის შემდეგ. მას ასევე აკრძალული აქვს ნეგატიური კომენტარის გაკეთებს კლუბის თანამშრომლების ან მისი ფანატების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი 8 მაისს გააფორმა და თავისი ბედი პარიზულ გრანდს 2025 წლამდე დაუკავშირა. ბრაზილიელი პარი სენ-ჟერმენში 2017 წელს, ბარსელონადან სარეკორდო 222 მილიონ ევროდ გადავიდა. 


საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლის შემდეგ, 29 წლის ბრაზილიელმა სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი, მთავარი მისია კი, მოეგო ჩემპიონთა ლიგა, ჯერაც შეუსრულებელია. ფინალში მიუნხენის ბაიერნთან მარცხის შემდეგ, წინა სეზონში პსჟ ნახევარფინალში, მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში ხშირადაა ტრავმირებული, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი თამაში გამოტოვა. პარიზში გადასვლის შემდეგ მან ლიგა 1-ში 156 შესაძლო მატჩიდან მხოლოდ 71-ში მიიღო მონაწილეობა (45%). ჯამში ბრაზილიელმა პსჟ-ს ფორმით 117 შეხვედრა ჩაატარა, 87 გოლი გაიტანა და 52 საგოლე პასი გააკეთა. ბარსელონაში მას 186 მატჩში 105 გოლი ჰქონდა გატანილი.



კომენტარები
მბაპე პარიზიდან ვერ წავა? ნეიმარი კილიანის ტრანსფერს ბლოკავს
მბაპე პარიზიდან ვერ წავა? ნეიმარი კილიანის...
11-06-2021, 12:30
კატალონიური მედია: 1 თვის წინ, ნეიმარი ამბობდა, რომ ბარსელონაში დაბრუნება სურდა
კატალონიური მედია: 1 თვის წინ, ნეიმარი ამბობდა,...
10-05-2021, 01:44
"ახლა ამის დრო არ არის", - ნეიმარი მომავალზე არ ფიქრობს
"ახლა ამის დრო არ არის", - ნეიმარი მომავალზე არ...
28-04-2021, 01:34
რამდენი გამოიმუშავა მარადონამ კარიერის განმავლობაში?
რამდენი გამოიმუშავა მარადონამ კარიერის...
12-05-2021, 13:55
აზარ ზარალი - "რეალს" მისი თითოეული გოლი 18.8 მილიონი დაუჯდა!
აზარ ზარალი - "რეალს" მისი თითოეული გოლი 18.8...
24-05-2021, 01:30
აქამდე უცნობი დეტალი „რეალისა“ და ანჩელოტის კონტრაქტიდან!
აქამდე უცნობი დეტალი „რეალისა“ და ანჩელოტის...
6-06-2021, 02:00
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно