‘მესის ვამბობ, მაგრამ სხვანაირად უნდა მკითხო’ - რა უთხრა რონალდომ პირს მორგანს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
‘მესის ვამბობ, მაგრამ სხვანაირად უნდა მკითხო’ - რა უთხრა რონალდომ პირს მორგანს

‘მესის ვამბობ, მაგრამ სხვანაირად უნდა მკითხო’ - რა უთხრა რონალდომ პირს მორგანს

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 05:05

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანო რონალდოსთან საუბარი გაიხსენა და ისაუბრა დეტალზე, რომელიც აქამდე არ გაუჟღერებია.

“კრიშტიანოს ასეთი კითხვა დავუსვი: ვინ არის ყველაზე დიდი ფეხბურთელი მათ შორის, ვის წინააღმდეგაც შენი კარიერის მანძილზე გითამაშია? ღამის პირველ საათი იყო. ტურინში, რონალდოს საყვარელ რესტორანში ვისხედით, სანთლების შუქზე და ამ დროს გადავწყვიტე ასეთი კითხვის დასმა. “მესი” - კრიშტიანომ გადაჭრით მიპასუხა.

“მართლა?” - გაოცებულმა ვკითხე, რადგან თავისი მთავარი მოწინააღმდეგე დაასახელა. 

კრიშტიანომ დამიდასტურა: “კი, ლეო საუკეთესოა მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, მაგრამ პირს, შენი შეკითხვა არასწორია.”

ვკითხე, სწორი შეკითხვა როგორი იქნებოდა-მეთქი, რაზეც მიპასუხა: “უნდა მკითხო, ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი.” “ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე შენი პასუხი უკვე ვიცი.” - ვუთხარი დაუფიქრებლად. კრიშტიანომ თვალი ჩამიკრა. ის საკუთარ თავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და მე მას ვეთანხმები,” - წერს პირს მორგანი “დეილი მეილში” გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა, სადაც 292 მატჩში 118 გოლი აქვს გატანილი და სადაც 9 ტიტული მოიგო - მათ შორის ინგლისის სამი ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა. იუნაიტედმა იუვენტუსს რონალდოს სანაცვლოდ მხოლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა შესაძლოა, ტურინელებმა ბონუსების სახით კიდევ 8 მილიონი მიიღონ.


კომენტარები
ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ფეხბურთის ისტორიაში ნახევარდაცვის საუკეთესო ტრიო დაასახელა
ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ფეხბურთის ისტორიაში...
27-04-2021, 12:17
"ის თქვენი ფეხბურთელი არაა" - რატომ დასცინიან "ბარსელონას"
"ის თქვენი ფეხბურთელი არაა" - რატომ დასცინიან...
8-07-2021, 12:28
დრო­ე­ბით გემ­შვი­დო­ბე­ბი იმ იმე­დით, რომ ისე ვი­ცხოვ­რებ, შე­ნამ­დე მო­ვალ სა­ბო­ლო­ოდ" - ქირურგი, ალე­კო ბერულაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
დრო­ე­ბით გემ­შვი­დო­ბე­ბი იმ იმე­დით, რომ ისე...
22-08-2021, 22:34
რითი სჯობს მესი რონალდოს – დელ ბოსკეს კომენტარი
რითი სჯობს მესი რონალდოს – დელ ბოსკეს კომენტარი...
18-06-2021, 01:54
,,ბოზს მეძახიან, მაგრამ არა უშავს, ქმარი თუ არის ბოზი, ცოლიც იყოს ბოზი და თანაც სახალხო , მერე რა მოხდა?” – მარიამ კუკუნაშვილი
,,ბოზს მეძახიან, მაგრამ არა უშავს, ქმარი თუ არის...
25-07-2021, 21:27
ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი? უეფამ ოთხეული წარადგინა
ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო...
30-04-2021, 10:29
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно