მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს გამოუცხადებს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს გამოუცხადებს

მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს გამოუცხადებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 05:00

მანჩესტერ „იუნაიტედი“ იქნება ერთ-ერთი მოწინავე კლუბი, რომელიც ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებს და ფლორენტინო პერესს სატრანსფერო ომს გამოუცხადებს...

კრიშტიანო რონალდუს ინგლისში დაბრუნებამ მანჩესტერულ მხარეს უფრო მეტი ამბიციის ქონის საშუალება მისცა. ფაქტია, რომ გუნდს უკვე სერიოზული მიზნები აქვს.

ამ ზაფხულს ჟეიდონ სანჩოს, რაფაელ ვარანისა და კრიშტიანო რონალდუს დამატებამ, ოლე გუნარ სულშერის გუნდს მინიმუმ პრემიერლიგის მოგებისთვის ბრძოლისკენ უბიძგა.

2022 წლის ზაფხულში „წითლები“ ერლინგ ჰოლანდთან და მის აგენტთან მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავენ. ინგლისურ მხარეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მინო რაიოლასთან, რომელმაც პრემიერლიგაში არაერთი ფეხბურთელი გადაიყვანა, მათ შორის მის სახელს უკავშირდება პოლ პოგბას მანჩესტერულ გრანდში დაბრუნებაც.

მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ მშვიდად არის და სჯერა, რომ ჰოლანდის ოცნება მადრიდში თამაშია, ზაფხულში მაინც დიდი ბრძოლა შედგება და მანჩესტეურული მხარე „ბლანკოსს“ კონკურენციას გაუწევს.

კომენტარები
რაიოლა პერესს ერლინგ ჰოლანდზე ესაუბრა
რაიოლა პერესს ერლინგ ჰოლანდზე ესაუბრა...
26-07-2021, 07:56
ახალ ბერნაბეუზე უძლიერესი „რეალი“ ითამაშებს
ახალ ბერნაბეუზე უძლიერესი „რეალი“ ითამაშებს...
7-09-2021, 04:58
Sky - ერლინგ ჰოლანდს „რეალთან“ წინასწარი შეთანხმება აქვს
Sky - ერლინგ ჰოლანდს „რეალთან“ წინასწარი...
15-07-2021, 09:20
რონსერო:„„რეალი“ 2022 წელს „ახალ გალაქტიკოს“ შექმნის, წინ დიდი წარმატებაა“
რონსერო:„„რეალი“ 2022 წელს „ახალ გალაქტიკოს“...
3-09-2021, 12:02
რონალდუ:„მოდრიჩი უნაკლო ფეხბურთელია“
რონალდუ:„მოდრიჩი უნაკლო ფეხბურთელია“...
7-09-2021, 05:01
პოგბაც პსჟ-ში? - პარიზელები რაიოლას ესაუბრებიან
პოგბაც პსჟ-ში? - პარიზელები რაიოლას ესაუბრებიან...
24-07-2021, 08:14
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно