ახალ ბერნაბეუზე უძლიერესი „რეალი“ ითამაშებს » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
ახალ ბერნაბეუზე უძლიერესი „რეალი“ ითამაშებს

ახალ ბერნაბეუზე უძლიერესი „რეალი“ ითამაშებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 04:58

„მარკა“ გვამცნობს, რომ მადრიდის „რეალი“ ახალ ბერნაბეუზე უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს და ფლორენტინო პერესი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოლექტივის შეკვრას გეგმავს...

ბლანკოსს“ ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და სურს, რომ ახალ არენაზე ნამდვილი სპექტაკლები დადგას, ამისთვის კი შემადგენლობის მნიშვნელოვანი განახლებაა საჭირო.

დავიდ ალაბა ედუარდო კამავინგა უკვე მადრიდელებინ არიან, მის გარდა კი „რეალში“ ერლინგ ჰოლანდს, კილიან მბაპეს, პოლ პოგბას, ჯულს კუნდეს და სხვა ვარსკვლავებს ელიან.

„მარკა“ დარწმუნებით იუწყება, რომ 2022 წელს მადრიდის „რეალი“ 2009 წლის სცენარის განვითარებას აპირებს, როდესაც ფლორენტინო პერესმა გუნდში ნამდვილი ვარსკვლავთვცვენა მოაწყო. ერთ ზაფხულს „მერენგების“ მაისური მოირგეს ჩაბი ალონსომ, ბენზემამ, კაკამ და კრიშტიანო რონალდუმ, რაც ნამდვილი გარღვევა გახლდათ.

„რეალი“ სუპერგეგმის ამოქმედებას იანვრიდან დაიწყებს, მანამდე კი წინასატრანსფერო სამზადისი ექნება. ფლორენტინო პერესს შესაბამისი დავალებები უკვე გაცემული აქვს.

კომენტარები
Sky - ერლინგ ჰოლანდს „რეალთან“ წინასწარი შეთანხმება აქვს
Sky - ერლინგ ჰოლანდს „რეალთან“ წინასწარი...
15-07-2021, 09:20
ტრიო, რომელიც 2022 წელს „რეალში“ ითამაშებს
ტრიო, რომელიც 2022 წელს „რეალში“ ითამაშებს...
4-09-2021, 09:49
რონსერო:„„რეალი“ 2022 წელს „ახალ გალაქტიკოს“ შექმნის, წინ დიდი წარმატებაა“
რონსერო:„„რეალი“ 2022 წელს „ახალ გალაქტიკოს“...
3-09-2021, 12:02
„რეალი“ მომდევნო თვეებში მბაპესთან კონტაქტს არ გაწყვეტს
„რეალი“ მომდევნო თვეებში მბაპესთან კონტაქტს არ...
4-09-2021, 09:51
მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს გამოუცხადებს
მანჩესტერი „რეალს“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ომს...
7-09-2021, 05:00
რონსერო:„მბაპე იქნება ახალი კრიშტიანო ახალ ბერნაბეუზე“
რონსერო:„მბაპე იქნება ახალი კრიშტიანო ახალ...
18-07-2021, 01:52
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно