გრიზმანის ტრანსფერის დეტალები - ატლეტიკოს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
გრიზმანის ტრანსფერის დეტალები - ატლეტიკოს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია

გრიზმანის ტრანსფერის დეტალები - ატლეტიკოს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-09-2021, 04:56

უცხოურ პრესაში ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოში“ ტრანსფერის დეტალებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. „როხიბლანკომ“ 30 წლის ფორვარდი 1 წლით ინათხოვრა და შესაძლოა, შეთანხმება 1 წლით გახანგრძლივდეს.

Goal.com-ის ინფორმაციით, მაქსიმალური თანხა, რომელიც „ბარსელონამ“ გრიზმანის სანაცვლოდ შეიძლება მიიღოს, 40 მილიონი ევროა. ამაში ბონუსებიც შედის და „როხიბლანკოს“ ამ თანხის გადახდა იმ შემთხვევაში მოუწევს თუ 2022-23 წლების სეზონში, ანტუანი „ატლეტიკოს“ მიერ გამართული მატჩების მინიმუმ 50 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას.

თუ გრიზმანი ამ ნიშნულს ვერ მიაღწევს, „ატლეტიკო“ მას უსასყიდლოდ გაიფორმებს. გამოცემის მიხედვით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანგმა ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღო. Goal.com-ის ცნობით, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გადასასვლელად გრიზმანმა ხელფასი 40 პროცენტით შეიმცირა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა „ბარსელონას“ მაისურით 102 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 35 გოლია. „ბლაუგრანამ“ მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ანტუანმა კატალონიელთა იმედები ვერ გაამართლა და „ბარსას“ ქომაგები მას ხშირად აკრიტიკებდნენ.


კომენტარები
გრიზმანი ბარსელონადან წასვლის შემთხვევაში ატლეტიკოში გადავა - SER
გრიზმანი ბარსელონადან წასვლის შემთხვევაში...
21-07-2021, 07:58
ატლეტიკოს პრეზიდენტი: ვიცოდი, რომ ბარსა გრიზმანს ჩვენსავით ვერ შეიყვარებდა
ატლეტიკოს პრეზიდენტი: ვიცოდი, რომ ბარსა გრიზმანს...
4-09-2021, 09:50
გრიზმანმა ამის შესახებ არაფერი იცოდა - ბარსამ მოლაპარაკებები მისი თანხმობის გარეშე დაიწყო
გრიზმანმა ამის შესახებ არაფერი იცოდა - ბარსამ...
17-07-2021, 09:54
გრიზმანისა და საულის გაცვლა არ შედგება - ARA
გრიზმანისა და საულის გაცვლა არ შედგება - ARA...
21-07-2021, 07:59
მიზეზი, რის გამოც კეინის ტრანსფერი სიტიში ამ ზაფხულს პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება
მიზეზი, რის გამოც კეინის ტრანსფერი სიტიში ამ...
2-08-2021, 01:44
ჩელსი წინადადებას ამზადებს - 130 მილიონი ჰოლანდის სანაცვლოდ
ჩელსი წინადადებას ამზადებს - 130 მილიონი ჰოლანდის...
24-07-2021, 08:09
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно