
ხუან რომან რიკელმე: ვფიქრობ, მესი კარიერას ბარსაში დაასრულებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
4-09-2021, 09:52
ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემ, ESPN-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
იმედი მაქვს, რომ ლეო პარიზში ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას გააგრძელებს. არ ვიცი, მისი "პარი სენ-ჟერმენში" ხილვა უცნაური იქნება თუ არა, მაგრამ მის ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი. თუ ახლა "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ, ეს არასდროს მოხდება.
დარწმუნებული ვარ, რომ მესი კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს. ვფიქრობ, რომ იგი პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს და შემდეგ "ბარსელონაში" დაბრუნდება.
- ამბობს რიკელმე, რომელიც ამჟამად "ბოკა ხუნიორსის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
ლეოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების ამოწურვის დროს, იგი 36 წლის იქნება
კომენტარები