"ლა ლიგის მოგება შეგვიძლია" - ფრენკი დე იონგის ვრცელი ინტერვიუ » SPORTLIGA.GE - მსოფლიო სპორტი
"ლა ლიგის მოგება შეგვიძლია" - ფრენკი დე იონგის ვრცელი ინტერვიუ

"ლა ლიგის მოგება შეგვიძლია" - ფრენკი დე იონგის ვრცელი ინტერვიუ

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-04-2021, 02:07

ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ARA Esports-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერამ სადაც უამრავ საკითხზე ისაუბრა:
"მე და კუმანს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის მე დიდ პასუხისმგებლობასა და თავდაჯერებას მაძლევს. მოხარული ვარ, რომ რონალდი ჩემს გვერდითაა."

"დიდი პატივია მესისთან ერთად მუშაობა. ლეოსთან ერთად ჩატარებული თითოეული მატჩი ან ვარჯიში, უძვირფასესია. იგი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ლეოს შეუძლია, რომ ყველაფერი გაამარტივოს."

"ბარსელონაში ჩემი მოსვლის შემდეგ, ბევრი რამ მოხდა - პრეზიდენტმა დაგვტოვა, პანდემია... "ბარსამ" მძიმე დროება გამოიარა. პანდემიამ ყველა კლუბს დაატყო თავისი კვალი, მაგრამ "ბარსას" განსაკუთრებით. მიუხედავად ამისა, მე თამაშზე უნდა ვიყო ფოკუსირებული. აქ ძალიან ბედნიერი ვარ."

"ახლა პოზიტიური მომენტი გვიდგას. ახალგაზრდა გუნდი ვართ, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება. "ბარსელონას" შესანიშნავი მომავალი ელოდება. მართალია ისიც, რომ ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთელებზე არაა დამოკიდებული. გარკვეული როლი სხვა ადამიანებსაც აკისრიათ."

"ელ კლასიკოს" წაგება ყოველთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთ დროს. წინ უნდა გავიხედოთ, რადგან 8 მატჩია დარჩენილი და ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. უნდა ვკონცენტრირდეთ თამაშებზე, მოვიგოთ ყველა შეხვედრა და თუ ამას შევძლებთ, "ატლეტიკოზე" მაღლა აღმოვჩნდებით."

"თუ კუმანს სხვადასხვა პოზიციაზე ვჭირდები, ამას გავაკეთებ. ეს ამ სეზონში რამდენჯერმე მოხდა. მიუხედავად ამისა, მირჩევნია, სადმე ნახევარდაცვაში ვითამაშო (იღიმის). რა თქმა უნდა, დაცვის ცენტრშიც შემიძლია დგომა, მაგრამ საკუთარ თავს უფრო წინ ვხედავ."

"ჩვენ დიდი ხანია ვვითარდებით. ალბათ, ეს ახალი წლიდან დაიწყო. ახლა უფრო და უფრო კარგად ვგრძნობთ თავს. სისტემა ცოტათი შევცვალეთ და ამან გაამართლა."

"მადრიდში წაგებული მატჩის შემდეგ, რამდენიმე დღე დამწუხრებულები ვიყავით, მაგრამ წამოდგომის დროა. წინ ამაღელვებელი გამოწვევა გვიდევს.
 ჩემპიონატშიც გვესახება წარმატების ვარიანტები და პირველი ტიტულის აღმართვასთანაც ახლოს ვართ. თასის მოგება მნიშვნელოვანი იქნება."

კომენტარები
ზიდანი: "ყველაფრის მსაჯზე დაბრალება შეუძლებელია, დამსახურებულად მოვიგეთ"
ზიდანი: "ყველაფრის მსაჯზე დაბრალება შეუძლებელია,...
12-04-2021, 01:19
ბიჭმა გარდაცვალებამდე ვიდეო ჩაწერა, სადაც დედას მადლობას უხდის – რა მოხდა  რატომ მოიკლა... (Video)
ბიჭმა გარდაცვალებამდე ვიდეო ჩაწერა, სადაც დედას...
14-04-2021, 20:39
უცნობი და გახარია - შეძლებენ თუ არა ახალი პოლიტიკური მოთამაშეები „ნაციონალების“ ჩაჩოჩებას
უცნობი და გახარია - შეძლებენ თუ არა ახალი...
11-04-2021, 15:38
პეპე: "იუვენტუსს" აღარც ვიხსენებთ, წინ "ჩელსისთან" მატჩებია
პეპე: "იუვენტუსს" აღარც ვიხსენებთ, წინ...
7-04-2021, 02:09
"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე, მაგრამ როცა ბავშვები შემოცვივდნენ ოთახში, იმ დღიდან....."
"მულმა მითხრა, ომარი აღარ არისო. ერთი კი ვიკივლე,...
15-04-2021, 20:35
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", - ვინისიუსმა თანაგუნდელი შეაქო
"ასე ფეხბურთს სხვა ვერავინ თამაშობს", -...
7-04-2021, 02:04
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно