პორტუგალია ვარსკვლავებით და პრობლემებით - რას ველოდოთ რონალდოს გუნდისგან

პორტუგალია ვარსკვლავებით და პრობლემებით - რას ველოდოთ რონალდოს გუნდისგან

access_time20-11-2022, 11:38

ამ პორტუგალიის ნაკრებზე ფერნანდუ სანტუშის სახე მახსენდება.

 სასოწარკვეთილი, ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა და სახეზე ისეთი სტრესი ეწერა, რომ გამარჯვება აღარც უხაროდა. სანტუშის ეს გამომეტყველება თურქეთთან მუნდიალის პლეი ოფის ძლივს მოგებული ნახევარფინალის შემდეგ მახსოვს.

პორტუგალიელთა მწვრთნელის ემოციები გასაგებია. ის ქვეყნის "ოქროს თაობას" წვრთნის, ასეთი გუნდი ამ პატარა და ძალიან საფეხბურთო ქვეყანას სულ მცირე ეუსებიოს შემდეგ არ ჰყოლია და სახლში, ლისაბონში, იმ თურქეთთან წვალობს, რომელიც ფარერებთან დამარცხდა და ლუქსემბურგთან ფრე ითამაშა.

პორტუგალია საფეხბურთო ევროპისთვის ყოველთვის ეგზოტიკა იყო. ეუსებიოს დიდი გუნდი ლეგენდად ვიცით. ასევე ვიცით, რომ ბენფიკა იმ პერიოდში ევროპულ ფეხბურთში დომინანტი გრანდი იყო და იმ ბენფიკას ფუნდამენტზე პორტუგალიის ნაკრებმა თითქმის საჩემპიონო გუნდი გააკეთა. ეს ბენფიკაც და პორტუგალიაც მხოლოდ ფრაგმენტებად და მომენტებად გვაქვს ნანახი. ამიტომ, მის რეალურ ძალაზე მსჯელობა რთულია. ამის შემდეგ, თითქმის 40 წელი, პორტუგალიას ჰყავდა კარგი გუნდები და აქა-იქ კარგი ფეხბურთელები, თუმცა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე გასვლაც კი სანატრელი ჰქონდა.

ის თამაში ისტორიაში ამ სახელით შევიდა.

ზოგადად, პორტუგალიელებს დაცვიდან თამაშიც ეხერხებათ, ბრძოლაც და უხეშობაც. ამ ფონზე მოდის გუნდში 2014 წელს ფერნანდუ სანტუში. მას თავისი კარიერის 12 წელი საბერძნეთში აქვს გატარებული - გუნდებშიც და მერე 4 წელი ნაკრებს წვრთნიდა. კლასიკური ბერძნული 0:0 მაგის მოგონილია. აი, ორივე გუნდი რომ ერთდროულად დაცვიდან თამაშობს და ერთ გოლზე მეტი არ გადის, ასეთია კლასიკური ბერძნული თამაში. ოტო რეჰაგელის საბერძნეთი ვისაც ახსოვს, მიხვდება, რასაც ვამბობ. სანტუშიც ამ თამაშის კაცია.

მსგავსი სტატიები

ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში 77-ე გოლი გაიტანა და პელეს დაეწია

ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში 77-ე გოლი გაიტანა და პელეს დაეწია

access_time27-ნოე-2022

რობერტ ლევანდოვსკიმპოლონეთის ნაკრებში თავისი 77-ე გოლი გაიტანა.

კვარაცხელიამ იცით 100-კაციან სუფრაზე რა გააკეთა?-სკანდალური განცხადება

კვარაცხელიამ იცით 100-კაციან სუფრაზე რა გააკეთა?-სკანდალური განცხადება

access_time24-ნოე-2022

კვარაცხელიამ იცით 100-კაციან სუფრაზე რა გააკეთა?-სკანდალური განცხადება