ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მადლობა უფალს რომ გადაგვარჩინა... შეიძლება უფრო მძიმე რამ მომხდარიყო - ხვიჩა კვარაცხელიას მამის პირველი ინტერვიუ

ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მადლობა უფალს რომ გადაგვარჩინა... შეიძლება უფრო მძიმე რამ მომხდარიყო - ხვიჩა კვარაცხელიას მამის პირველი ინტერვიუ

access_time16-11-2022, 23:19

ხვიჩა კვარაცხელიას მამა ბადრი კვარაცხელიამ გადაცემა "სარბიელის პოდკასტში" ისაუბრა შვილის და ნაპოლის შესახებ, დასაწყისშივე ისაუბრა მან ხვიჩას გაქურდვის შესახებ და მადლობელია ღმერთის, რადგან ხვიჩა გადარჩა და რაიმე სხვა არ მოხდა. ასევე მან განაცხადა იმის შესახებ რომ ასი პროცენტით დარწმუნებულია ეს ქურდობა ქართველების გაკეთებული არ არის.

"ყველამ იცის, ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობს... ღმერთს ვთხოვ, რომ ქართველები არ იყვნენ... ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. ხვიჩას რომ ველაპარაკე, სიცილით რომ მელაპარაკებოდა. მე გამიხარდა ის, რომ შვილი გადარჩა, ღმერთმა გადაგვარჩინა. შეიძლება, უფრო მძიმე რამ მომხდარიყო, ხვიჩას რომ გაეგო… თავის დეიდაშვილთან ერთად ცხოვრობს. კერძო სახლია, სადაც კამერებიც არის, დაცვა ჰყავს. დეტალურად ვერ მოვყვები, რა და როგორ, კამერაზე ყველაფერი დაფიქსირებულია. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მადლობა უფალს, რომ გადაგვარჩინა და მეორე ის, რომ არ იყვნენ ქართველები. მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები არ არიან, პოლიცია აქამდე იტყოდა. მაგაზე ხვიჩაც არ ფიქრობს

მსგავსი სტატიები

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

access_time11-დეკ-2022

პორტუგალიის ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალურ ეტაპში, მაროკოსთან განცდილი მარცხის

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე

access_time11-დეკ-2022

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 1/4-ფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხით გამოეთიშა.