
'ემილ ჰესკი თვალებს არ უჯერებდა' - დილეტა ლეოტას ისტორია კვარაცხელიაზე
დილეტა ლეოტას შესახებ ალბათ ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს გაუგია, ყოველ შემთხვევაში, მათ ვინც, იტალიის სერია A-ს თვალს აქტიურად ადევნებს.
ტელეკომპანია DAZN-ს ჟურნალისტმა თქვა, რომ სეზონის განვლილი პერიოდიდან ყველაზე მეტად მასზე შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა და "ენფილდ როუდზე" ემილ ჰესკის რეაქციაც გაიხსენა, რომელმაც ქართველის თამაში პირველად ნახა.
"მარტივი სათქმელია - ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა. ის მართლაც ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელიც ნახევარ ევროპას აგიჟებს. ლივერპულში ვიყავი ლივერპული-ნაპოლის მატჩზე სამუშაოდ და იქ იყო ვეტერანი ფეხბურთელი ემილ ჰესკი, რომელმაც კვარაცხელიას თამაში პირველად ნახა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა", - უთხრა დილეტამ ‘გაძეტა დელო სპორტს’.
იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო სპალეტის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მან გუნდს გამარჯვების მენტალიტეტი ჩაუნერგა:
"ნაპოლი ძალიან კარგად თამაშობს და ამ თამაშში ასახულია ლუჩანო სპალეტის ქარიზმა, პიროვნება. მან გუნდს გამარჯვებულის დნმ მისცა. როგორც ჩანს, მწვრთნელი და გუნდი ერთმანეთთან განსაკუთრებულ ჰარმონიაში არიან. ტოსკანაში სპალეტის აგარაკზე ვიყავი გადამღებ ჯგუფთან ერთად, დედამისმა საჭმელიც მოგვიმზადა. სასიამოვნო იყო იქ ყოფნა, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავი. სპალეტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელი".
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზაზე 41 ქულით და სერია A-ს ლიდერის რანგში გავიდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.
მსგავსი სტატიები

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."
პორტუგალიის ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალურ ეტაპში, მაროკოსთან განცდილი მარცხის

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 1/4-ფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხით გამოეთიშა.