ვხედავ, ღარიბი ქართველი არ იარსებებს - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა" - ლელა კაკულია

ვხედავ, ღარიბი ქართველი არ იარსებებს - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა" - ლელა კაკულია

access_time6-12-2022, 09:30

ქართველებისთვის არის კარგი და უკეთესი. და აქ კოსმოსია ჩართული, ამინ!


⭐მე მიყვარს ჩემი ქართველები, ჩემი ხალხი, ჩემი საქართველო. ნუ გეშინიათ, ქართველებო! იცოდეთ, ყველა ბრძოლა მოგებული გვაქვს!

‼ვხედავ ძალიან საინტერესო მომენტს: ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალიან უარყოფითად იმოქმედებს, პოლიტიკოსები თავიანთი ქმედებებით ხელს უწყობენ ახალი ჯაბა იოსელიანის, ახალი კიტოვანის დაბადებას. ეს ძალიან საშიშია. იარაღის ჟღარუნი მესმის. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად! რას ვხედავ კიდევ, ახლა არ ვიტყვი. 

მაგრამ საბოლოოდ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. რამდენიც უნდა იჭიდაონ რუსეთმა თუ სხვა წამყვანმა ქვეყანამ ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ, ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევს. ვხედავ, საქართველო, ქართველი ხალხი თავის სიმაღლეზე დგას და გამარჯვების დროშას აფრიალებს. იქნება დიდი ცვლილებები, რომლებიც ძალიან მახარებს, ამინ! 

აქვე მინდა პასუხი გავცე კითხვას, რომელიც ძალიან აწუხებს ხალხს — ეს პირბადეების საკითხია, რომლის ტარებაც სავალდებულო გახადეს არა მარტო ჩვენში, არამედ მთელ მსოფლიოში: პირბადეები ვერანაირ ვირუსს ვერ შეაჩერებს. ამასთან დაკავშირებით ხალხში პროტესტი თანდათანობით იზრდება. ვხედავ, ლამის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არ აქვთ ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ამ ნიღბებთან დაკავშირებით. ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებითაც. 

ჩვენს ქვეყანაში ვირუსის არა, მაგრამ ხალხის აფეთქებას კი ვხედავ ამ არაფრის მომტანი პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით. 

ის წესები, რომლებიც სამედიცინო ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით არის დადგენილი, არასწორია და ასე არ უნდა იყოს. ჰოდა, არც იქნება. ხალხი მოიხსნის ამ პირბადეებს — აი ნახავთ! 

(გაგრძელება იქნება)

მსგავსი სტატიები

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

ბრუნო: "არგენტინელი მსაჯები? ეს უცნაურია, რადგან..."

access_time11-დეკ-2022

პორტუგალიის ნაკრებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედფინალურ ეტაპში, მაროკოსთან განცდილი მარცხის

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე

ვერაფრის გარანტიას მოგცემთ' - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლაზე

access_time11-დეკ-2022

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 1/4-ფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხით გამოეთიშა.