ლევანდოვსკი: "ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ პოლონელი ბავშვები საუკეთესოები არ უნდა ხდებოდნენ" » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
ლევანდოვსკი: "ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ პოლონელი ბავშვები საუკეთესოები არ უნდა ხდებოდნენ"

ლევანდოვსკი: "ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ პოლონელი ბავშვები საუკეთესოები არ უნდა ხდებოდნენ"

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-01-2021, 14:03
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკი, 2020 წელი შეაჯამა და ფიფას ვერსიით საუკეთესოობაზეც ისაუბრა.

„ახლახანს, საწოლში გავიღვიძე და გვერდით ბალიშზე რაღაც უცნაური ნივთი იდო. ხომ იცით ის შეგრძნება, კარგი სიზმრის შემდეგ რომ იღვიძებ და რაც ირგვლივ ხდება, ისევ სიზმარი რომ გგონია? ჩემი პირველი რეაქცია ამის დანახვაზე (FIFA THE BEST-ის ჯილდო - ავტ.) იყო ასეთი: „ეს რაღაც აქ როგორ მოხვდა?“

ცუდად მახსოვდა ის, რომ ცერემონიაზე ვიყავი და ჯილდო მივიღე, ეს ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა და სიმართლე არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, შემდეგ ეს პრიზი ავიღე და ვიფიქრე: „ესეიგი სიზმარი არ ყოფილა. ეს ცხადია.“ მსოფლიოს საუკეთესოდ მაღიარეს და ეს ჯილდო საწოლში ჩავიწვინე.

მას მართლა დიდხანს ვუყურებდი და ვცდილობდი გამეაზრებინა, თუ რას მივაღწიე. რეალურად, ყველაფერი ასე არ არის. სიმართლე გითხრათ, ჯერაც არ მაქვს ბოლომდე გაცნობიერებული.

შევეცდები აგიხსნათ რაღაც პოლონელებზე და შეიძლება, მერე მიხვდეთ. ცცერემონიის დაწყებამდე ვიცოდი, რომ „ბაიერნთან“ ერთად დიდებული წელიწადი გავატარეთ. ისიც ვიცოდი, რომ პრიზის მიღების შანსი მქონდა. შესაძლოა, დავიმსახურე კიდეც.

თუმცა, პოლონეთში ხალხს არასრულყოფილების კომპლექსი გვაქვს აკიდებული. პოლონელებს მსოფლიოს საუკეთესოებად არასდროს აღიარებენ. ბავშვობაში კუმირიც კი არ მყოლია, ვისი მიბაძვაც მსურდა. ჩვენზე, როგორც წესი, ასე ამბობენ: „ნუ, პოლონელი ბავშვის კვალობაზე, ცუდი არ არის.“ ასეთი სიტუაციების შემდეგ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს შორის მწვერვალზე ვერავინ, ვერასდროს ვერ ავა.

პოლონელი ბავშვები მსოფლიოში საუკეთესოები არ უნდა იყვნენ, ეს უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს. სწორედ ამიტომ, ამ პრიზის მიღების შემდეგ, ვერ ვიჯერებდი.
კომენტარები
ბენზემა: "დიდი პატივია, რომ ეს ჯილდო მესისა და რონალდუს შემდეგ მე მერგო"
ბენზემა: "დიდი პატივია, რომ ეს ჯილდო მესისა და...
22-12-2020, 10:53
მესი, რონალდო, ლევანდოვსკი, რამოსი, ალისონი, დე ბრიუინი, დევისი – ფიფას წლის გუნდში
მესი, რონალდო, ლევანდოვსკი, რამოსი, ალისონი, დე...
18-12-2020, 00:06
"საუკეთესო მხოლოდ ერთია", - მათეუსმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"საუკეთესო მხოლოდ ერთია", - მათეუსმა მსოფლიოს...
2-12-2020, 00:12
ლევანდოვსკი ჰოლანდის წინააღმდეგ - რა სიტუაციაა ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში?
ლევანდოვსკი ჰოლანდის წინააღმდეგ - რა სიტუაციაა...
23-11-2020, 13:08
მაია ასათიანი: სასწარფიდ მჭირდება თქვენი დახმარება, არ მიმატოვოთ ამ განსაცდელის ჟამს“
მაია ასათიანი: სასწარფიდ მჭირდება თქვენი...
24-09-2020, 20:25
კეიტა: „ლივერპულში მოსვლის შემდეგ გავიზარდე“
კეიტა: „ლივერპულში მოსვლის შემდეგ გავიზარდე“...
11-04-2020, 00:01
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно