კიდევ ერთი რეკორდი - მესიმ მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა!
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-01-2021, 01:22
"ბარსელონას" თავდამსხმელმა და კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ლა ლიგის მე-18 ტურში "გრანადასთან" მიმდინარე მატჩში (3:0, მეორე ტაიმი) მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა.
როგორც გავლენიანი გამოცემა Goal იტყობინება, 33 წლის არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ზედიზედ 15 სეზონია მინიმუმ 10 გოლს იტანს.
შეგახსენებთ, მესი "ბარსელონას" მაისურით 751-ე მატჩს ატარებს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გამართული შეხვედრების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი კლუბის ექს-ნახევარმცველი, ამჟამად კი "ალ სადის" მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესია - 767 მატჩი.
ასე და ამგვარად, მესის 16 შეხვედრის ჩატარებაღა დარჩა კიდევ ერთი რეკორდის დასამხობად.

კომენტარები