არსენალის ექს-მცველი: "ოზილს შეეძლო კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო"
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-01-2021, 01:20
"არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ექს-მცველმა, მარტინ კიოუნმა "მეთოფეთა" ნახევარმცველ მესუთ ოზილზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
"ჩემთვის მტკივნეულია ის, რომ ასეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელი მოედანზე არ გადის. ცრემლებამდე სამწუხაროა. არ დაგვამახსოვრდება, როგორც "არსენალის" ლეგენდა, რადგან არ ეყო ენერგია, ვნება, რომელსაც "მეთოფეთა" სხვა ლეგენდებში ვხედავდი".
"ოზილს ისეთივე ვნებით რომ ეთამაშა, როგორც მცველი, კირან ტირნი თამაშობს, მაშინ მისი ტალანტის გათვალისწინებით, შეეძლო "არსენალის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის რანგში შესულიყო. ახლა ის სოციალურ ქსელში თავისი შეტყობინებებით კლუბის რეპუტაციის შელახვას ცდილობს. ვფიქრობ, დროა წავიდეს", - ციტირებს კიოუნის სიტყვებს talkSPORT.
კიოუნი "არსენალის" აღზრდილია. იგი 1984 წლიდან 1986 წლამდე და 1994 წლიდან 2003 წლამდე თამაშობდა "მეთოფეთა" რიგებში.

კომენტარები