ბრუნო: "რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის თაობაზე რჩევები მომცა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-01-2021, 01:19
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა, რომ მანიკუნიანელთა რიგებში გადასვლის საკითხი "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან განიხილა.
მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი პორტუგალიის ეროვნული ნაკრებს წევრია.
"დიახ, კრიშტიანუს ვესაუბრე, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემზე უკეთ იცნობს. რჩევები მომცა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი გახლდათ. ვფიქრობ, "ემიუში" მისი რჩევების გარეშეც გადავიდოდი, მაგრამ მასთან ამის განხილვა სასიამოვნო იყო".
"უბრალოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვილაპარაკეთ, იმაზე, რამდენად დიდია ეს კლუბი, რამდენად კარგად შემეფერება მე. ასეთ მნიშვნელოვან გუნდში გაწევრიანების შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის ბრძოლის შესაძლებლობაზე. ეს ყველაზე მთავარი რჩევაა, რომელიც მან მომცა".
"მითხრა: "უბრალოდ წადი და სიამოვნება მიიღე. გულშემატკივრებს შეიყვარებ, ისინი შენ შეგიყვარებენ, ასე რომ უბრალოდ ეცადე თამაშით იკაიფო და შენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენ", - განაცხადა ბრუნომ NBC Sports-თან ინტერვიუში.
პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 26 წლის პორტუგალიელმა 16 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კომენტარები