ბასილაშვილმა კვლავ მოიგო: ქართველმა წელი შესანიშნავად დაიწყო » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
ბასილაშვილმა კვლავ მოიგო: ქართველმა წელი შესანიშნავად დაიწყო

ბასილაშვილმა კვლავ მოიგო: ქართველმა წელი შესანიშნავად დაიწყო

ახალი ამბები / ჩოგბურთი
9-01-2021, 14:38
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგის მერვედფინალში ალტუღ ჩელიკბილეკი ორ სეტში 6:4, 7:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჩელიკბილეკთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა იტალიელ ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში 4:6.7:5.6:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მეოთხედფინალში მისი მეტოქე 23 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინაური იქნება. შეხვედრა 11 იანვარს 11:00 საათზე დაიწყება.

ერთეულთა თანრიგის მსგავსად ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც კარგად ასპარეზობს. მას პარტნიორობას გერმანელი ანდრე ბეგამანი უწევს. გათამაშების პირველ წრეში ქართულ გერმანულმა წყვილმა თურქული დუეტი 2 სეტში ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა. მომდევნო წრეში ბასილაშვილი და ბეგამანი ხორვატულ წყვილს, მატე პავიჩსა და ნიკოლა მეკტიჩს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა 2020 წელი ATP-ის რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასრულა.
კომენტარები
მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა
მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს...
30-09-2020, 00:05
ადვოკატების ომი დაიწყო - ბასილაშვილი 100 000 დოლარის გადახდაზე ამბობს უარს, ყოფილი მეუღლე მტკიცებულებების გასაჯაროებაზე
ადვოკატების ომი დაიწყო - ბასილაშვილი 100 000...
26-05-2020, 00:16
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი...
24-05-2020, 23:24
ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია!...
24-05-2020, 13:45
კიმ კლაისტერსის კიდევ ერთი მარცხი
კიმ კლაისტერსის კიდევ ერთი მარცხი...
5-03-2020, 00:29
ლომთაძემ ფინალი წააგო
ლომთაძემ ფინალი წააგო...
17-02-2020, 10:13
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно