„რამდენიმე პოზიციაზე უფრო დიდი კონკურენციაა საჭირო" - კუმანი ტრანსფერებს ითხოვს
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-01-2021, 14:37
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა კლუბის სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტი თვლის, რომ ცვლილებების გატარება აუცილებელია და რამდენიმე გარიგების გაჩარხვა სურს.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ტრანსფერები უმნიშვნელოვანესია. შემადგენლობის გაძლიერება გვინდა და ვფიქრობ, რომ რამდენიმე პოზიციაზე უფრო დიდი კონკურენცია და ეფექტურობაა საჭირო.
ჩემი აზრით, ბარსელონამ ზამთარში ტრანსფერები აუცილებლად უნდა განახორციელოს, მაგრამ მესმის, რომ კლუბი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თუ ამ ეტაპზე ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლებელია, ე.ი მართლაც ასეა და ზაფხულს უნდა დაველოდოთ“.
კუმანი „ბარსელონას“ საჩემპიონო შანსებსაც შეეხო და განაცხადა: „თუ ტიტულის მოპოვება გვინდა, ქულები აღარ უნდა დავკარგოთ. ჩვენზე დიდი წნეხია და იმ ვითარებაში არ ვიმყოფებით, რომ 3 ქულის აღების გარდა სხვა ვარიანტი გვქონდეს“.
ესპანური გამოცემების მიხედვით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას „ბარსელონას“ მთავარი პრიორიტეტი დაცვის ხაზის გაძლიერება იქნება. „ბლაუგრანას“ ცენტრალური მცველის გაფორმება სურს და ერიკ გარსიას გადაბირებით ინტერესდება.

კომენტარები