შეზღუდვების გაუქმების თარიღი ცნობილია - "გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს" » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
შეზღუდვების გაუქმების  თარიღი ცნობილია - "გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს"

შეზღუდვების გაუქმების თარიღი ცნობილია - "გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს"

ზოგადი
4-01-2021, 23:33
ვფიქრობ პრემიერს მიზანი და გეგმა უნდა ჰქონდეს, რადგან თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას ვარაუდობს. ჩემი აზრით კი, დადებითი პროგნოზი უმთავრესად დამოკიდებული იქნება ახალი წლის დღეებზე და შემდეგაც რეგულაციების დაცვაზე", - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებს, რომელშიც პრემიერი შეზღუდვების შემსუბუქებს თებერვლიდან ელოდება.
„ვფიქრობ გეგმა უნდა არსებობდეს და მიზანიც უნდა ჰქონდეს დასახული პრემიერს, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს. უმთავრესად ვფიქრობ დადებითი პროგნოზი დამოკიდებული იქნება სწორედ იმ არსებული რეგულაციების დაცვაზე და განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, რამდენად დამყოლები იქნებიან ჩვენი მოქალაქეები. „უნდა გავიაზროთ, რომ 15 იანვრამდე ეს პერიოდი ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გავიაროთ. არ უნდა იყოს მასობრივი შეკრებები საჯარო თუ კერძო სივრცეში, სწორედ ეს არის კრიტიკული და გადამწყვეტი დღეს. ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე სწორად და ა.შ. „მუდმივად უნდა იყოს საუბარი ამაზე, რადგან მოსახლეობამ იცოდეს რამდენად სერიოზული საკითხია ეს. როგორღაც ზაფხულამდე ფრთხილად უნდა მივიდეთ და შემდეგ უკვე იმედი მაქვს ვაქცინაც წამოგვეწევა. იქამდე კი უნდა ვეცდოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ დავაქციოთ და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ. აუცილებელია, რომ ახლა მოვიქცეთ სწორად და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული თუნდაც თებერვლიდან გვქონდეს დადებითი მაჩვენელი და ეს შევინარჩუნოთ ზაფხულამდე. „მე ვფიქრობ უნდა იყოს შემცირება თებერვლიდან, თუმცა ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენზე უკეთ არავინ იცის ვიცავთ, თუ არა რეგულაციებს. იგივე მაღაზიებში, მაგალითად, ვიცავთ თუ არა ორმეტრიან დისტანციას, ატარებენ თუ არა ადამიანები პირბადეს სწორად. ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და მოქმედებს საერთო შედეგზე - გაიზრდება თუ შემცირდება. ჩვენმა დაუდევრობამ არ უნდა მიგვიყვანოს ვირუსის ახალ აფეთქებამდე. „მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და დადებითის იმედი მაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზედაპირული განცხადებები, არამედ მუდმივი კომუნიკაცი საზოგადოებასთან. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებზე კონტროლი არ შემსუბუქდეს, რადგან ახლა არის ყველაზე რთული პერიოდი. „მე იმედი მაქვს, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენ შევძლებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებას, გაიხსნება ბარები, რესტორნები, კაფეები, ტრანსპორტი, ადამიანები დაუბრუნდებიან სამსახურს და არ იქნებიან იმ თანხას ჩაჭიდებულლი, რომელსაც მთავრობა აძლევს და რომელიც არაფერში არ ჰყოფნით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ უახლოესი 15 დღის განმავლობაში," - ამბობს ზოიძე. პრემიერ-მინისტრის თქმით კი, შეზღუდვების რეალური შემსუბუქება შეიძლება პირველი თებერვლიდან იყოს განხილული. „რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ შედარებითი პროგრესი ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვაში იყოს მდგარდი, შესაძლებელია განხილული იყოს პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - ამბობს პრემიერი გიორგი გახარია.
კომენტარები
"შემიძლია თამამად გითხრათ, ძველ ცხოვრებას და სამსახურებს ვუბრუნდებით...."-გიორგი გახარია
"შემიძლია თამამად გითხრათ, ძველ ცხოვრებას და...
3-01-2021, 20:52
"გადაწყვეტილება ესეთია, ყველა დაუბრუნდება სამსახურს და ტრანსპორტიც აღდგება"-გიორგი გახარია
"გადაწყვეტილება ესეთია, ყველა დაუბრუნდება...
2-01-2021, 20:50
"ახალი წლისთვის სამწუხარო ინფორმაცია მაქვს, ამის განცხადება მიჭირს, ახალი წელი........"-გიორგი გახარია
"ახალი წლისთვის სამწუხარო ინფორმაცია მაქვს, ამის...
29-12-2020, 20:49
კომენდატის საათი, ჩაკეტვები და საგანგებო მდგომარეობა - ნახეთ რა განცხადება კეთდება
კომენდატის საათი, ჩაკეტვები და საგანგებო...
18-12-2020, 21:29
ტრანსპორტი, მოლები, ბაზრობები… – ხვალ ახალი შეზღუდვები გამოცხადდება
ტრანსპორტი, მოლები, ბაზრობები… – ხვალ ახალი...
23-11-2020, 21:10
"იანვარშიც კი კომენდანტი იქნება....ოფიციალურად ხვალიდან  საგანგებო....."
"იანვარშიც კი კომენდანტი იქნება....ოფიციალურად...
23-11-2020, 20:06
Lester
#1 Lester Гости 17 იანვარი 2021 02:03
Howdy! Someone in my Facebook group shared this site with us so I came to take a look. I’m definitely enjoying the information. I’m bookmarking and will be tweeting this to my followers! Terrific blog and terrific style and design. It is perfect time to make some plans for the future and it is time to be happy. I have read this post and if I could I want to suggest you few interesting things or suggestions. Perhaps you could write next articles referring to this article. I desire to read even more things about it! I wanted to thank you for this good read!! I certainly loved every little bit of it. I’ve got you saved as a favorite to check out new stuff you post… http://vans.com
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно