"რაფაელისა და მესის გზები მსგავსია, მაგრამ ლეო ფედერერს ჰგავს", - ნადალის ბიძა
ახალი ამბები / ფეხბურთი / ჩოგბურთი
20-11-2020, 00:08
ტონი ნადალმა, ჩოგბურთელ რაფაელ ნადალის ბიძამ და ყოფილმა მწვრთნელმა, თავისი ძმისშვილისა და "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის კარიერული გზები ერთმანეთს შეადარა.
"მათი შედარება შეიძლება, რადგან ისტორიაში საუკეთესოთა შორის არიან. ვფიქრობ, ლეო მესი საერთოდაც ისტორიაში საუკეთესოა. დანარჩენებს აღემატება".
"პელეს მონაწილეობით ბევრი მატჩი არ მინახავს, მაგრამ ბუნდოვნად მახსოვს 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როცა 10 წლის ვიყავი. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვმსჯელობდი კარგად, თუ რა ხდებოდა მოედანზე".
"დი სტეფანოც დიდებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბოლო 15 წლის განმავლობაში მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს".
"რაფაელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში. თავიანთ დონეს ნამდვილად სხვადასხვა გზით მიაღწიეს, მაგრამ მესი ახლოს არის იმასთან, რასაც ფედერერი აკეთებს, თავიანთი თამაშის სტილის გამო".
"თუმცა, რაფასა და მესის გზები მსგავსია", - ციტირებს ტონი ნადალის სიტყვებს DAZN.

კომენტარები