რაფაელ ნადალის ექს-მწვრთნელი და ბიძა შესაძლოა ბარსელონაში დაინიშნოს
ახალი ამბები / ჩოგბურთი
7-11-2020, 00:13
ესპანელი ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის ექს-მწვრთნელმა და ბიძამ, ტონი ნადალმა, „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი აირჩია.
როგორც Daily Mail იტყობინება, ტონიმ მხარი ვიქტორ ფონტს დაუჭირა და მეტიც, მისი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა კლუბის მმართველობაში შევიდეს და ახალი განყოფილება ჩაიბაროს.
ფონტი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად მოიაზრება, რომელიც 2021 წლის მარტში უნდა გაიმართოს.
რაც შეეხება ტონი ნადალის როლს - მისი ამოცანა იქნება ახალგაზრდა ათლეტებში ფეირ-პლეის ფასეულობების დანერგვა.
შეგახსენებთ, რომ ტონის ძმას, მიგელ ანხელ ნადალს, „ბარსელონას“ მაისურით 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ის გუნდში რონალდ კუმანთან ერთად თამაშობდა, რომელიც „ბარსას“ ახლა წვრთნის.
პარალელურად კი, რაფაელ ნადალი „რეალის“ გულშემატკივარია.

კომენტარები