რონალდუმ ურთულესი ოპონენტი დაასახელა » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
რონალდუმ ურთულესი ოპონენტი დაასახელა

რონალდუმ ურთულესი ოპონენტი დაასახელა

ახალი ამბები / ფეხბურთი
18-10-2020, 00:00
„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, საფეხბურთო მოედანზე ურთულესი მეტოქე დაასახელა.

რონალდუს თქმით, ყველაზე რთული ოპონენტი მისთვის „არსენალისა“ და „ჩელსის“ ექს-მარცხენა მცველი, ეშლი კოული იყო.

„წლების მანძილზე, ეშლი კოულის წინააღმდეგ დიდებული ბატალიები მქონდა. ის ამოსასუნთქად არცერთ წამს არ გაძლევს.

კოული თავის პიკში დიდებული ფეხბურთელი იყო, სწრაფი და ძალიან ძლიერი. მატჩამდეც იცოდი, რომ ადვილი თამაში არ გელოდა.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.

რონალდუს და კოულის გზები არაერთხელ გადაიკვეთა როგორც პრემიერ ლიგაში, ისე საერთაშორისო დონეზეც.

თუმცა, თავად ინგლისელმა კრიშტიანუს კომპლიმენტზე ანალოგიურით არ უპასუხა და ურთულეს მეტოქედ მისი კონკურენტი დაასახელა.

„აუცილებლად მესი უნდა ვთქვა. ხალხი უფრო რონალდუზე ლაპარაკობს, რადგან მის წინააღმდეგ უფრო ხშირად მაქვს ნათამაშები. მაგრამ მესის ამოკეტვა, თან თუ თამაში წაუვიდა...ჩემთვის, ის ზედმეტად კარგი იყო.

თუმცა, მას ჩემი გუნდის წინააღმდეგ გოლი არასდროს გაუტანია.“ - დაამატა კოულმა.
კომენტარები
სიმპტომები არ მაქვს", - რონალდუს პირველი განცხადება კორონავირუსით დაინფიცირებაზე
სიმპტომები არ მაქვს", - რონალდუს პირველი...
17-10-2020, 00:02
იტალიის სპორტის მინისტრი: "რონალდუმ სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია"
იტალიის სპორტის მინისტრი: "რონალდუმ სამედიცინო...
16-10-2020, 00:09
ჩვენს ნაკრებს რონალდუს გარეშეც მოუგია", - პორტუგალიის პრეზიდენტი
ჩვენს ნაკრებს რონალდუს გარეშეც მოუგია", -...
14-10-2020, 00:01
ბენზემა: "რონალდუს გარეშე სტადიონზე თავისუფალი ვარ"
ბენზემა: "რონალდუს გარეშე სტადიონზე თავისუფალი...
9-10-2020, 00:00
როგორია მესის და რონალდუს ყველა დროის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა?
როგორია მესის და რონალდუს ყველა დროის...
3-10-2020, 00:08
კრიშტიანუ რონალდუმ ფეხის თითი დაიზიანა - მისი მონაწილეობა უახლოეს სანაკრებო მატჩებში ეჭვქვეშაა
კრიშტიანუ რონალდუმ ფეხის თითი დაიზიანა - მისი...
4-09-2020, 00:11
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно