იტალიის სპორტის მინისტრი: "რონალდუმ სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია" » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
იტალიის სპორტის მინისტრი: "რონალდუმ სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია"

იტალიის სპორტის მინისტრი: "რონალდუმ სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია"

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-10-2020, 00:09
იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ, ტურინში პორტუგალიელი შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე ისაუბრა.

კრიროს ორი დღის წინ, პორტუგალიის ნაკრებში ყოფნისას, კოვიდ19 დაუდგინდა, ის კი ტურინში ჩაფრინდა, რათა სავალდებულო კარანტინი გაიაროს და „ბარსასთან“ მატჩისთვის მზად იყოს.

„ვფიქრობ, თუ რონალდუს ჯანდაცვის ორგანოებისგან სპეციალური თანხმობა არ ჰქონდა, მან სამედიცინო პროტოკოლი დაარღვია.“ - ციტირებს სპადაფორას სიტყვებს Rai Radio 1.

მის სიტყვებს, „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ უპასუხა:

„თქვენ ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაურეკოთ, რათა ახსნა-განმარტება მოისმინოთ. „იუვენტუსი“ ფედერალურ პროტოკოლს მისდევს. მე სპორტული მენეჯერი ვარ და ამიტომ, არ ვიცი, დაარღვია თუ არა რონალდუმ პროტოკოლი.“ - აღნიშნა ანიელიმ.
კომენტარები
"რონალდუ უბრალოდ ირუჯება", - კიელინი პორტუგალიელის ინფიცირების შესახებ
"რონალდუ უბრალოდ ირუჯება", - კიელინი...
14-10-2020, 12:16
ჩვენს ნაკრებს რონალდუს გარეშეც მოუგია", - პორტუგალიის პრეზიდენტი
ჩვენს ნაკრებს რონალდუს გარეშეც მოუგია", -...
14-10-2020, 00:01
რონალდუს შესახებ 300 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ", - რუი კოშტა
რონალდუს შესახებ 300 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ",...
1-10-2020, 00:09
კრიშტიანუ რონალდუმ ფეხის თითი დაიზიანა - მისი მონაწილეობა უახლოეს სანაკრებო მატჩებში ეჭვქვეშაა
კრიშტიანუ რონალდუმ ფეხის თითი დაიზიანა - მისი...
4-09-2020, 00:11
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო გულშემატკივრების დაბრუნებაზე ალაპარაკდა
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო გულშემატკივრების...
13-06-2020, 19:42
დარბაზები ივლისიდან გაიხსნება: გამონაკლისები და აუცილებლად შესასრულებელი წესები
დარბაზები ივლისიდან გაიხსნება: გამონაკლისები და...
31-05-2020, 00:03
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно