მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

მარცხი 3 სეტში - ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა

ახალი ამბები / ჩოგბურთი
30-09-2020, 00:05
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს პირველივე წრეში გამოეთიშა. ნიკამ ATP-ის რეიტინგში 84-ე ადგილზე მყოფი ტიაგო მონტეიროს წინააღმდეგობა ვერ დაძლია და სამ სეტში 7:5, 6:4, 6:2 დამარცხდა.

პირველი პარტია დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ბასილაშვილს 5:4-ზე მეტოქის მოწოდებაზე სეტპოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკი ვერ შეასრულა და მონტეიროს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. 5:5-ზე ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდება დათმო და პირველ სეტში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხა.

მეორე პარტიაში ბევრი არაფერი შეცვლილა. 3:2-ზე ქართველმა შანსი ვერ გამოიყენა, 4:4-ზე კი საკუთარი მოწოდება წააგო და მონტეირომ სეტზე ამჯერადაც დამაჯერებლად ჩააწოდა. საწყისი ორი პარტიის მოგების შემდეგ, ბრაზილიელმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და მატჩი 6:2-ით მოგებული სეტით დახურა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცუდ ფორმაში იმყოფება. ნიკამ ATP-ის ეგიდით, ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა წააგო, თანაც ისე, რომ ერთი სეტის აღებაც ვერ მოახერხა. 
კომენტარები
ბასილაშვილი Citi Open-ზე ითამაშებს
ბასილაშვილი Citi Open-ზე ითამაშებს...
17-07-2020, 13:36
ადვოკატების ომი დაიწყო - ბასილაშვილი 100 000 დოლარის გადახდაზე ამბობს უარს, ყოფილი მეუღლე მტკიცებულებების გასაჯაროებაზე
ადვოკატების ომი დაიწყო - ბასილაშვილი 100 000...
26-05-2020, 00:16
ნიკოლოზ ბასილაშვილი რუსეთის სახელით, რატომ მიიღო მან ესეთი გადაწყვეტილება?
ნიკოლოზ ბასილაშვილი რუსეთის სახელით, რატომ მიიღო...
1-03-2020, 21:52
ლომთაძემ ფინალი წააგო
ლომთაძემ ფინალი წააგო...
17-02-2020, 10:13
ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო დაასრულა - 5/10
ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო დაასრულა - 5/10...
26-01-2020, 21:25
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно