კუმანმა მესიზე და სუარესზე ილაპარაკა » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
კუმანმა მესიზე და სუარესზე ილაპარაკა

კუმანმა მესიზე და სუარესზე ილაპარაკა

ახალი ამბები / ფეხბურთი
27-09-2020, 00:00
ბარსელონას ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩის წინ, რომელსაც კატალონიური გრანდი კვირას ვილიარეალთან გამართავს, ლუის სუარესის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტი საკუთარი იმიჯის გამოსასწორებლად იბრძვის - ბარსაში დანიშვნის შემდეგ ის კატალონიური გრანდის ფანებისთვის ჯერჯერობით კარგთან არაფერთან ასოცირდება.

“ისე ჩანს, თითქოს ამ ფილმში მე ბოროტი ვარ. მაგრამ ასე არ არის,” - განაცხადა კუმანმა ვილიარეალთან მატჩის წინ. ნიდერლანდელი ამბობს, რომ “სუარესს, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს პატივს სცემს.”

 კუმანის თქმით, მან ურუგვაელ თავდამსხმელს სატელეფონო საუბრისას აუხსნა, რომ ახალ სეზონში, შეიძლებოდა, მისთვის იმდენი სათამაშო დრო ვეღარ მიეცათ, რამდენსაც მიჩვეული იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კუმანმა განაცხადა, რომ სუარესს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ აძლევდა.
კომენტარები
კუმანმა პუჩის "ბარსელონადან" გაშვება გადაწყვიტა
კუმანმა პუჩის "ბარსელონადან" გაშვება გადაწყვიტა...
20-09-2020, 08:56
კუმანმა შესაძლოა პირველი ოფიციალური მატჩი გამოტოვოს, მიზეზი - სეტიენი
კუმანმა შესაძლოა პირველი ოფიციალური მატჩი...
17-09-2020, 17:22
როგორც იქნა, კუმანმა მესისთვის მოიცალა
როგორც იქნა, კუმანმა მესისთვის მოიცალა...
17-09-2020, 00:01
რონალდ კუმანი ლეო მესის გადაწყვეტილებაზე
რონალდ კუმანი ლეო მესის გადაწყვეტილებაზე...
12-09-2020, 00:03
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно