ბეილს რეგილონიც დაემატა? » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
ბეილს რეგილონიც დაემატა?

ბეილს რეგილონიც დაემატა?

ახალი ამბები / ფეხბურთი
17-09-2020, 00:01
წუხელ მოგახსენეთ, რომ შესაძლოა "რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის ბარტერი მოხდეს, გარეთ ბეილმა და დელე ალიმ კლუბები გაცვალონ. თუმცა ცოტა ხნის წინ ინგლისურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. 
"ტოტენჰემი" "რეალს" უკვე 2 ფეხბურთელის თაობაზე ესაუბრება: გარეთ ბეილი და სერხიო რეგილონი. ახალგაზრდა მარცხენა მცველი გასული სეზონის განმავლობაში "სევილიასთვის" ირჯებოდა და ევროპის ლიგის თასსაც გამოჰკრა ხელი. ესპანელი "სევილიას" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიქცია. ბოლო დღეების განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" თითქმის მიაღწია კიდეც "რეალთან" შეთანხმებას, თუმცა საბოლოოდ გუნდები ვერ შეთანხმდნენ.


მადრიდელებს, მოგეხსენებათ, გამოსყიდვის უფლების გამოყენება ძალიან უყვართ, რაც მანკუნიანელებს არ აწყობდათ. Daily Record-ის ინფორმაციით, "დეზებმა" საქმე უკეთესად მოაგვარეს, შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს და ახლა თავად რეგილონის დათანხმებას მიჰყვეს ხელი. 

რეგილონთან ერთად "ტოტენჰემი" გარეთ ბეილსაც უმიზნებს. "რეალსაც" იმდენად სურს უელსელის მოშორება, რომ მზად არიან მისი ხელფასის ნახევარი თავად იხადონ. წყაროზე დაყრდნობით, გარიგება იჯარის სახით შედგება. "გარეთს ისევ უყვარს "ტოტენჰემი". იქ ის ადგილია, სადაც მას სურს ყოფნა." - ციტირებს ფეხბურთელის აგენტს, ჯონათან ბარნეტს BBC.

The Telegraph-ის ინფორმაციით კი, საწინააღმდეგო მიმართულებით დელე ალი გაემგზავრება. ალის შემთხვევაშიც ერთწლიან იჯარაზეა საუბარი. რაც შეეხება ამ გარიგებას, ლონდონელებისთვის ის სრულიად იდეალური ჩანს. "რეალი" მზად არის ბეილის ხელფასის ნახევართან ერთად, სრულად იხადოს დელე ალის ანაზღაურება, რომელიც ბეილის ხელფასის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. კარგად თუ დავითვლით, დავინახავთ, რომ "ტოტენჰემის" სახელფასო ვალდებულება საერთოდ არ შეიცვლება. ჭკვიანურია.
კომენტარები
„ლაუტარო ამ სეზონში ინტერში რჩება" - არგენტინელის აგენტებმა ყველაფერი უარყვეს
„ლაუტარო ამ სეზონში ინტერში რჩება" - არგენტინელის...
15-09-2020, 00:00
რამოსი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა
რამოსი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა...
10-09-2020, 00:04
რეალის გეგმები - სამეფო კლუბი 4 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
რეალის გეგმები - სამეფო კლუბი 4 ფეხბურთელის...
9-09-2020, 00:12
„რეალი“ რეგილონსაც ყიდის?
„რეალი“ რეგილონსაც ყიდის?...
20-07-2020, 00:06
ბეილმა, შესაძლოა, უფასოდ დატოვოს „რეალი“
ბეილმა, შესაძლოა, უფასოდ დატოვოს „რეალი“...
14-07-2020, 17:00
ლივერპულს ტრაორესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
ლივერპულს ტრაორესთვის ბრძოლაში სერიოზული...
8-07-2020, 09:32
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно