სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი? » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი?

სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი?

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-09-2020, 23:47
პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბს განუცხადა, რომ 2021 წლის ზაფხულში პარიზელთა რიგებს დატოვებს, შეიძლება "ლივერპულში" გადავიდეს, წერს Mundo Deportivo.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, მერსისაიდელებს ფირმინო - სალაჰი - მანეს ტრიოდან ერთ-ერთის გაყიდვა მოუწევს მსოფლიო ჩემპიონის ხელში ჩასაგდებად.

"ლივერპული" მზადაა ზემოთნახსენები ფეხბურთელების თაობაზე შეთავაზებები განიხილოს. თუ მბაპე "პსჟ"-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ინგლისელები მას ძირითად კანდიდატად განიხილავენ. ალტერნატიული ვარიანტი "დორტმუნდის" გარემარბი, ჯეიდონ სანჩო იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, კილიანით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდება. მას "რეალი" აკვირდება, "ბარსელონა" ლიონელ მესის შემცვლელად განიხილავს, აგრეთვე მბაპეს ხელში ჩაგდება "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტისაც" სურთ.

გასულ სეზონში 21 წლის მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
კომენტარები
პსჟ-ს შემდეგ ბაიერნი - მიუნხენური გრანდი მესისთვის ბრძოლას არ აპირებს
პსჟ-ს შემდეგ ბაიერნი - მიუნხენური გრანდი...
27-08-2020, 00:00
AS: ბარსელონა დანებდა, კატალონიურმა გრანდმა მესის ფასი დაასახელა
AS: ბარსელონა დანებდა, კატალონიურმა გრანდმა მესის...
27-08-2020, 00:00
ბარსელონა ბრეიტუეიტს ყიდის - სეტიენის პოზიცია ცნობილია
ბარსელონა ბრეიტუეიტს ყიდის - სეტიენის პოზიცია...
31-07-2020, 00:02
რეალი ბეილზე 60 მლნ ევროს დახარჯავს
რეალი ბეილზე 60 მლნ ევროს დახარჯავს...
22-07-2020, 00:02
ლაუტარო აგუეროს შემცვლელად - ბარსელონას სერიოზული კონკურენტი ჰყავს
ლაუტარო აგუეროს შემცვლელად - ბარსელონას სერიოზული...
17-07-2020, 00:00
ტრეზეგემ მბაპე მესისა და რონალდუს შეადარა
ტრეზეგემ მბაპე მესისა და რონალდუს შეადარა...
10-07-2020, 00:02
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно