„ლაუტარო ამ სეზონში ინტერში რჩება" - არგენტინელის აგენტებმა ყველაფერი უარყვეს » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
„ლაუტარო ამ სეზონში ინტერში რჩება" - არგენტინელის აგენტებმა ყველაფერი უარყვეს

„ლაუტარო ამ სეზონში ინტერში რჩება" - არგენტინელის აგენტებმა ყველაფერი უარყვეს

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-09-2020, 00:00
ლაუტარო მარტინესის აგენტებმა, კარლოს ბეტო იაკემ და როლანდო ზარატემ „ინტერის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, მათ სამომავლო გეგმები განიხილეს და შეხვედრის შემდეგ Tuttomercatoweb-თან მოკლე კომენტარიც გააკეთეს: „რეალთან და ბარსელონასთან დაკავშირებით არაფერი ხდება. ლაუტარო ამ სეზონში ინტერში რჩება“.

ბეტო იაკემ რამდენიმე საათის წინ, Sport Mediaset-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არგენტინელმა „რეალთან“ შეთანხმებას მიაღწია, კატეგორიულად უარყო და აღნიშნა: „სამეფო კლუბთან არ გვისაუბრია. ჩვენ შორის კონტაქტი არ ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ ლაუტაროს ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაცია მადრიდელებმაც უარყვეს და ყველაფერს ტყუილი უწოდეს. „ბარსელონა“ კი, რომელიც „ნერაძურის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენდა, მემფის დეპაის ტრანსფერზე გადაერთო, თუმცა დღეს ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ „ბლაუგრანას“ ნიდერლანდელის გადაბირება გაუჭირდება და მოლაპარაკებებისას ხელი მოეცარა.
კომენტარები
ლაუტარომ იცის, რომ უკვე დიდ კლუბშია' - ძანეტი მარტინესის შესაძლო ტრანსფერზე
ლაუტარომ იცის, რომ უკვე დიდ კლუბშია' - ძანეტი...
11-09-2020, 00:01
MARCA: ბარსელონა ლაუტაროს მიუბრუნდა, თუმცა ალტერნატივაც შერჩეულია
MARCA: ბარსელონა ლაუტაროს მიუბრუნდა, თუმცა...
23-08-2020, 00:00
“ბარსელონას” ლაუტაროსთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
“ბარსელონას” ლაუტაროსთვის ბრძოლაში სერიოზული...
17-07-2020, 00:00
ლაუტარო აგუეროს შემცვლელად - ბარსელონას სერიოზული კონკურენტი ჰყავს
ლაუტარო აგუეროს შემცვლელად - ბარსელონას სერიოზული...
17-07-2020, 00:00
დედლაინი ამაღამ სრულდება - ბარსელონა ლაუტარო მარტინესის გამოსყიდვას ვერ ასწრებს
დედლაინი ამაღამ სრულდება - ბარსელონა ლაუტარო...
7-07-2020, 18:07
ინტერს ხელი არ ჩაუქნევია, შეთავაზება უკვე მზადაა
ინტერს ხელი არ ჩაუქნევია, შეთავაზება უკვე მზადაა...
7-07-2020, 00:03
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно