ურუგვაელი იტალიაში დარჩება » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
ურუგვაელი იტალიაში დარჩება

ურუგვაელი იტალიაში დარჩება

ახალი ამბები / ფეხბურთი
15-09-2020, 00:00
იტალიური პრესა დიდი ხანია წერდა, რომ ინტერი დიეგო გოდინის გაყიდვას განიხილავდა. ურუგვაელი ვეტერანი კონტეს სამმცველიან ტაქტიკას ვერ მოერგო და სეზონის მეორე ნახევარში ძირითადში ადგილი დაკარგა. 

გოდინმა ახალი კლუბი მალევე იპოვა. ვეტერანის თავის რიგებში ხილვა სარდინიულმა კალიარიმ მოისურვა. შეთანხმება მხარეებს შორის შედგა და დიეგო გოდინი კალიარის შეუერთდება. ინტერი ამ ტრანსფერის სანაცვლოდ თანხას ვერ მიიღებს - მილანელებმა ურუგვაელი უფასოდ გაუშვეს. თუმცა ინტერის ბიუჯეტი გოდინის 5.5-მილიონიანი ხელფასისგან გათავისუფლდა.

მისი გაშვების ძირითადი მოტივაციაც ფინანსები იყო. ინტერს, რომელსაც ახალი ფეხბურთელებისთვის ფული სჭირდება, არ უღირდა, რომ სათადარიგო მოთამაშისთვის ამხელა ხელფასი ეხადა. ახლა კი ეს სახელფასო თანხა სხვა მოთამაშეებისთვის გამოთავისუფლდება.
კომენტარები
გოდინი ინტერს ტოვებს? ურუგვაელი კონტეს გეგმებში არ შედის
გოდინი ინტერს ტოვებს? ურუგვაელი კონტეს გეგმებში...
12-09-2020, 00:03
კონტე ბანეგას დაუპირისპირდა
კონტე ბანეგას დაუპირისპირდა...
22-08-2020, 13:10
სევილიამ ინტერი დაამარცხა და ევროპა ლიგას მეექვსედ დაეუფლა
სევილიამ ინტერი დაამარცხა და ევროპა ლიგას...
22-08-2020, 13:08
ინტერი მზადაა მესის სანაცვლოდ 200 მლნ. ევრო და ერთ ერთი....
ინტერი მზადაა მესის სანაცვლოდ 200 მლნ. ევრო და...
14-07-2020, 00:01
ედინსონ კავანისთვის სამი იტალიური კლუბი იბრძვის
ედინსონ კავანისთვის სამი იტალიური კლუბი იბრძვის...
28-06-2020, 00:05
გოდინი: ის უნაკლო მწვრთნელი და ორკესტრის დირიჟორია
გოდინი: ის უნაკლო მწვრთნელი და ორკესტრის დირიჟორია...
4-05-2020, 00:02
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно