თქვენი სესხები განულდება , თანხას სახელმწიფო გადაგიხდით - ბრწყინვალე ამბავი, ვისაც ბანკთან აქვს შეხება » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
თქვენი სესხები განულდება , თანხას სახელმწიფო გადაგიხდით - ბრწყინვალე ამბავი, ვისაც ბანკთან აქვს შეხება

თქვენი სესხები განულდება , თანხას სახელმწიფო გადაგიხდით - ბრწყინვალე ამბავი, ვისაც ბანკთან აქვს შეხება

ზოგადი
25-08-2020, 21:17
საქართველოს მთავრობამ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის დახმარების პაკეტი წარადგინა.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ყველას, ვინც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან აიღებს იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთს 4%-ით დაასუბსიდირებს.

სესხის ზედა ზღვარი 200 000 ლარით განისაზღვრა.

კონკრეტულად რა კატოგორიის ადმიანებს შეეხებათ იპოთეკური სესხის სუბსიდირება და ვის გადაუხდის მთავრობა სესხის პროცენტის ნაწილს?

„პრაიმტაიმის“ კითხვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი პასუხობს.

– კონკრეტულად რა კატეგორიის ადამიანებს შეეხებათ აღნიშნული სუბსიდირება? 

– იპოთეკური სესხების სუბსიდირება არ არის ღონისძიება, რომელიც მიმართულია მსესხებლების წახალისებაზე.

ეს არის ღონისძიება, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ბინა, გაიზარდოს მოთხოვნა ბინების შესყიდვაზე და ამით დავეხმაროთ სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.

ეს არის ამ ღონისძიების მთავარი არსი.

რაც შეეხება რა კატეგორიის მსესხებლებს შეეხება, ნებისმიერ მსესხებელს, რომელიც წლის ბოლომდე აიღებს სესხს არაუმეტეს 200 000 ლარისა მშენებარე ბინის შესაძენად, ეს არის ძირითადი კრიტერიუმი.

ამ გეგმის მიზანი არ არის, უბრალოდ მსესხებლებს დავეხმაროთ.

ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბინა.

იმისთვის, რომ გაიზარდოს ბინის გაყიდვების რაოდენობა და დაწყებული მშენებლობები არ შეჩერდეს, არ შეფერხდეს.

ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვისაც, რომელებიც დასაქმებულნი არიან ამ სექტორში, აწარმოებენ ავეჯს, არიან ხელოსნები, ადამიანები, რომლებიც ყიდიან ელექტრო ტექნიკას და ა.შ. მათ არ უნდა დაკარგონ შემოსავალი.
კომენტარები
მზად ვართ ვისაც ბანკის  სესხები გაქვთ  ჩვენ..."-გიორგი გახარია
მზად ვართ ვისაც ბანკის სესხები გაქვთ ...
15-08-2020, 21:00
ყველა ვინც დაზარალდა გახარია მზადაა მათ საჩუქარი გაუკეთოს და გადასცეს უზარმაზარი.....
ყველა ვინც დაზარალდა გახარია მზადაა მათ საჩუქარი...
7-08-2020, 21:53
ხვიჩას ზედა ზღვარი არ გააჩნია, არშავინის დონის იქნება - რუსი ჟურნალისტი
ხვიჩას ზედა ზღვარი არ გააჩნია, არშავინის დონის...
20-07-2020, 17:53
"პუტინი საქართველოს მტერი არ არის, ის მეგობარია, მაგრამ..."-ქეთა თოფურია
"პუტინი საქართველოს მტერი არ არის, ის მეგობარია,...
17-06-2020, 21:09
სანდრა რულოვსი პრემიერ მინისტრის პოსტზე წარსდგება
სანდრა რულოვსი პრემიერ მინისტრის პოსტზე წარსდგება...
23-05-2020, 22:09
ამ კვირაში ბრიტანეთში შესაძლოა პირველი სპორტული ღონისძიება გაიმართოს
ამ კვირაში ბრიტანეთში შესაძლოა პირველი სპორტული...
5-05-2020, 00:00
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно