'მორიგი აბსურდი და სპეკულაცია' - ბასილაშვილის ადვოკატი 'ბრალის დამძიმებაზე' » SPORTLIGA.ge - მსოფლიო სპორტი
'მორიგი აბსურდი და სპეკულაცია' - ბასილაშვილის ადვოკატი 'ბრალის დამძიმებაზე'

'მორიგი აბსურდი და სპეკულაცია' - ბასილაშვილის ადვოკატი 'ბრალის დამძიმებაზე'

ახალი ამბები / ჩოგბურთი
21-08-2020, 16:50
ნიკოლოზ ბასილაშვილის ავდოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქართველ ჩოგბურთელს ბრალი დაუმძიმდა. შეგახსენებთ, რომ განცხადება ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ეკუთვნოდა, სადაც ბასილაშვილის საქმეში ახალ მტკიცებულებებზე იყო საუბარი. ჭკადუას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

“ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე. დღეს, მედია საშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინაღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინააღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა. რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა. შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები. რაც შეეხება გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი გირაო შეუფარდეს და 100 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გაცემული ნიკას მამაზეც. ბრალდების თანახმად, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მამისი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. გამოძიება გრძელდება, საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა კი 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

კომენტარები
ჯოკოვიჩი მზადაა ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცეს
ჯოკოვიჩი მზადაა ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოს...
29-05-2020, 08:14
მეტრეველი: "ვიცოდი, რომ უთანხმოება ჰქონდათ... ეს ნიკას კარიერაზე ცუდად აისახება"
მეტრეველი: "ვიცოდი, რომ უთანხმოება ჰქონდათ... ეს...
26-05-2020, 00:32
ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?
ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა,...
25-05-2020, 20:51
ბასილაშვილი: "არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა
ბასილაშვილი: "არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე...
25-05-2020, 00:17
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს...
25-05-2020, 00:02
ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე დეტალებს ასაჯაროებს
ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე დეტალებს ასაჯაროებს...
24-05-2020, 22:14
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно