"თამარი პროგრამისტი იყო, ისეთ ფლობდა ინფორმაციას ისეთს, რომ შესაძლოა სახელმწიფოს...."

"თამარი პროგრამისტი იყო, ისეთ ფლობდა ინფორმაციას ისეთს, რომ შესაძლოა სახელმწიფოს...."

ზოგადი
2-08-2020, 21:22

თამარის ერთ ერთი მეგობარი შოკისმმგვრელ კომენტარს აკეთებს...


"თამარი პროგრამისტი იყო, ისეთ ფლობდა ინფორმაციას ისეთს, რომ შესაძლოა სახელმწიფოს დაზარალებულიყო, ან ისეთი რამე იცოდა ვინმზე რომ მოკლეს. ეს არ იყო შემთხვევითი სიკვდილი, ის რაღაცის ან ვიღაცის გამო მოკლეს, ეს ცხადია. ძალიან უცნაურია მისი სიკვდილის დეტალები. სად გაქრა მისი ფეისბუქ გვერდი? სად გაქრა კვალი? რატომ გატეხეს მისი სოც.ქსელი? ცოტა დასაფიქრებელია ხო."


როგორ გაქრა ახალგაზრდა ქალის კვალი

თამარის დედა ყვება,რომ მისი შვილი 18 ივლისს, შაბათ დილას სახლიდან იმ დროს გავიდა, როცა ოჯახის არც ერთი წევრი სახლში არ იყო - დედამ შვილთან დაკავშირება შუადღისას, 2 საათისთვის სცადა. ამ დროისთვის მისი ტელეფონი უკვე გამორთული იყო. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალგაზრდა ქალის მანქანა დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს. გარდაცვლილის პოვნამდე ერთი საათით ადრე, თამარის დედა ფეისბუქზე შვილის პოვნაში დახმარებას მოქალაქეებს თხოვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობია, რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე საკუთარი მანქანით, ვინაიდან მათ იქ არ ჰყავთ არც ნათესავები და არც მეგობრები. ოჯახის წევრების თქმითვე, თამარი სახლიდან იშვიათად გადიოდა, სამსახურის საქმეებს ძირითადად სახლიდან აკეთებდა და მის გაუჩინარებას არც რაიმე ოჯახური კონფლიქტი უსწრებდა წინ.

გამოძიება გაუჩინარების შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. რა მუხლით გააგრძელებს გამოძიება მუშაობას უკვე გარდაცვლილის პოვნის შემდეგ, ჯერ უცნობია. ოჯახის წევრებს თავდაპირველად ჰქონდათ ვერსია, რომ თამარი შესაძლოა თეთრიწყაროში ვინმეს მოტყუებით წაეყვანა.

მოგვიანებით გაჩნდა ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების მეორე ვერსიაც, რომ მისი გაუჩინარება შესაძლოა კავშირში ყოფილიყო მის საქმიანობასთან - თამარმა სამსახური, სადაც 2017 წლიდან მუშაობდა, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, დედამ არ იცის, რა სამუშაოს შესრულებას გულისხმობდა ზუსტად შვილის სამსახური და სად იყო ოფისი.



კომენტარები
"მე ვიცი ვინ მოკლა თამარი და ამას ვიტყვი, თუნდაც მეც მომკლან"-ზაზა სარალიძე
"მე ვიცი ვინ მოკლა თამარი და ამას ვიტყვი, თუნდაც...
2-08-2020, 21:00
ამ წუთებში ვრცელდება სკანდალური ვერსია - „თამარ ბაჩალიაშვილი მანქანიანად ავტოფარეხში ჰყავდათ გადამალული"
ამ წუთებში ვრცელდება სკანდალური ვერსია - „თამარ...
28-07-2020, 21:56
კონფიდენციალურია ის ინფორმაცია რა პროექტებზეც მე და თამარი ვმუშაობდით... არაფერს გამოვრიცხავ ისეთი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა მას... ერთი ვიცი, რომ თვითმკვლელობამდე არ მივიდოდა"- ბაჩალიაშვილის თანამშრომელი
კონფიდენციალურია ის ინფორმაცია რა პროექტებზეც მე...
24-07-2020, 00:37
თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე 6 დღით ადრე დედას მისწერა: ,,კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რამხელა ბედნიერებაა, იყო შენი შვილი”
თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე 6 დღით ადრე...
23-07-2020, 17:33
გორში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ცოლს "ფეისბუქი" გაუტეხა..
გორში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ცოლს "ფეისბუქი"...
9-06-2020, 20:59
საშინელი შემთხვევა! დედამ 11 წლის შვილი მოწამლა და მისი ცხედარი ძველ სახლში დამალა
საშინელი შემთხვევა! დედამ 11 წლის შვილი მოწამლა...
28-05-2020, 19:03
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно