"თუ არაფერს ვიტყვი და დავნებდები ხელს არ მახლებენ, გამაფრთხილეს, რომ ჩუმად ვიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში....."

"თუ არაფერს ვიტყვი და დავნებდები ხელს არ მახლებენ, გამაფრთხილეს, რომ ჩუმად ვიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში....."

ზოგადი
2-08-2020, 20:31
თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გააფრთხილეს, რომ ფრთხილად იყოს. მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული საქმეა და შესაძლოა მას და ოჯახს საფრთხე ემუქრებოდეთ.

“პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ამ საქმეში ჩავერთე, სხვადასხვა წყაროებიდან მომივიდა ინფორმაცია და გაფრთხილება, რომ ფრთხილად ვიყო, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული საქმე. კი, გამოძიება ცდილობს, რაღაცნაირად წარმართოს, ვითომ ჩვეულებრივი [საქმეა], არ არის ჩვეულებრივი საქმე. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან სერიოზულმა ხალხმა გამაფრთხილა, რომ პირადად მე და ოჯახიც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. შეიძლება ძალიან დიდი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდეთ სულ ყველა ჩვენგანი. ადამიანებთან და გარკვეულ სისტემასთან შეიძლება აღმოვჩნდეთ პირისპირ”,– ამბობს რამიშვილი ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, შეიძლება ეს საქმე დაკავშირებული იყოს მაღალჩინოსნების ძალიან საშიშ საქმიანობასთან.

გუშინ, პირველ აგვისტოს, შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა საიდუმლო ფაილები გახსნა, რომლებიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა. მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ დაიწყო ბაჩალიაშვილის მიმართ მუქარა.

თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
კომენტარები
თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე 6 დღით ადრე დედას მისწერა: ,,კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რამხელა ბედნიერებაა, იყო შენი შვილი”
თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე 6 დღით ადრე...
23-07-2020, 17:33
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმონ და კიდევ ერთი მუხლით
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შესაძლოა ბრალი...
30-06-2020, 18:57
სასწრაფოდ.. საშიში ფარული დაავადებები, რომლის ამოცნობაც ცხვირით შეიძლება
სასწრაფოდ.. საშიში ფარული დაავადებები, რომლის...
23-06-2020, 14:34
ბუტრაგენიო:„მსაჯების პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა არ შეიძლება“
ბუტრაგენიო:„მსაჯების პროფესიონალიზმში ეჭვის...
22-06-2020, 22:19
რეზი არველაძე:"ივანიშვილმა 100 მლნ. გადარიცხა, პატივისცემას იმსახურებს..."
რეზი არველაძე:"ივანიშვილმა 100 მლნ. გადარიცხა,...
7-04-2020, 21:37
ტოჩინოშინი:"სამწუხაროთ ჩემი შვილი......"
ტოჩინოშინი:"სამწუხაროთ ჩემი შვილი......"...
15-03-2020, 21:57
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно