
სალაჰი "რეალის" ფინალში გასვლას გამოეხმაურა - რა დაწერა ეგვიპტელმა
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:38
მადრიდის "რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანზე მორიგი დაუვიწყარი წარმოდგენა დადგა - საოცარი პერფორმანსი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ და მოპოვებული ფინალის საგზური.
მართალია "სამეფო კლუბი" 89-ე წუთამდე 2 მატჩის ჯამში 2 ბურთით მარცხდებოდა, თუმცა გუნდმა მენტალური სიდიადე კიდევ ერთხელ გამოავლინდა და საბოლოოდ პარიზის საგზურიც დაიბევა.
"ბლანკოსის" ფინალში გასვლას გამოეხმაურა "ლივერპულის" ლიდერი მო სალაჰი, რომელმაც, თავის მხრივ, "ვილიარეალის" ბარიერი დაძლია.
"ანგარიში გვაქვს გასასწორებელი", - წერს ეგვიპტელი შემტევი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში ერთმანეთს სწორედ მადრიდული და მერსესაიდული გრანდები დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი ესპანურ გუნდს დარჩა. სალაჰმა მოედანი ნაადრევად, ტრავმის გამო დატოვა.
კომენტარები