
მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი: "რონალდუმ ჯერ კიდევ 2003 წელს გვითხრა, რომ საუკეთესოობას აპირებდა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:35
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, კუინტონ ფორჩუნმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"მინახავს, როგორ მუშაობს რონალდუ. მონდომება, ვნება, სწორი დამოკიდებულება - მას ყველაფერი აქვს", - ციტირებს ვეტერანი სამხრეთაფრიკელის სიტყვებს Manchester Evening News-ი.
"ყოველთვის თავდაჯერებულია - როგორც 17, ისევე 37 წლის ასაკში. მახსოვს, როგორ მოვიდა კლუბში 2003 წელს და უმალვე გვითხრა, რომ აპირებდა საუკეთესო გამხდარიყო".
"ასეთი განწყობა და მის მიერ შესრულებული მთელი სამუშაო წარმოუდგენელია. ტერფებზე სიმძიმეებს იდებდა და ისე ვარჯიშობდა, ყოველდღე დადიოდა დარბაზში, თავისი თამაშის თითოეულ დეტალს აქცევდა ყურადღებას".
"თუ რომელიმე ფეხბურთელს - ახალგაზრდას თუ უფრო გამოცდილს - მისაბაძი მაგალითი სჭირდება, აი ისიც!", - დასძინა ფორჩუნმა.
კომენტარები