
რაშფორდმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გარკვეულ გარანტიებს ელოდება
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-05-2022, 00:26
მანჩესტერ იუნაიტედის“ ინგლისელი შემტევი, მარკუს რაშფორდი გუნდის ზაფხულში დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო საკუთარ სოციალურ ქსელში იტყობინება.
იტალიელი ინსაიდერის თქმით, ინგლისელ ფეხბურთელს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ერიკ ტენ ჰაგთან პირად საუბარს ელოდება. თუმცა, ცნობილია, რომ რაშფორდის პრიორიტეტი - „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას საკმარის სათამაშო დროს დაპირდებიან.
ეს სეზონი ინგლისელს კატასტროფულად ჩაუვარდა და ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა, რამაც მის მომავალზე სხვადასხვანაირი საუბრები გააჩინა.
კომენტარები